100 ცნობილი უცხოელი საქართველოში
ავტორი (ები)

გამოცემის წელი

გამომცემლობა

ენა

ფორმატი

ბეჭდვა

გარეკანი

წარმოდგენილი გამოცემა არ წარმოადგენს სამეცნიერო ხასიათის ნაშრომს, თუმცა, ბუნებრივია, გარკვეულ კვლევით კომპონენტს შეიცავს. გამოცემის მიზანია საქართველოში მოღვაწე უცხოელების წვლილის წარმოჩენა, ფართო საზოგადოებისთვის გასაგები, მარტივი ენით საწყისი ინფორმაციის მიწოდება, იმ ადამიანების გაცნობა, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიის, პოლიტიკურ-ეკონომიკური ყოფისა და კულტურის განვითარებისა და შესწავლის საქმეში, ევროპაში ჩაიტანეს, წიგნად გამოსცეს და გააცნეს საზოგადოებას ჩვენი კულტურა.

მათ შორის არიან ქართველოლოგიური კვლევებით დაინტერესებული უცხოელები, ჩვენი ერისათვის ყველა დროისა და ეპოქის უდიდესი ნაწარმოების „ვეფხისტყაოსნის“ და სხვა გამორჩეული ლიტერეტურული ძეგლების მთარგმნელები, მწერლები, ამა თუ იმ დარგის გამოჩენილი მეცნიერები, რომელთაც არა მხოლოდ მეცნიერულად შეისწავლეს საქართველოს ბუნება, ფლორა და ფაუნა, გეოლოგიური და წიაღისეულის შემადგენლობა და სხვა, არამედ საფუძველი ჩაუყარეს მეცნიერების ამ დარგების განვითარებას საქართველოში.

ამავდროულად, წიგნი მოგითხრობთ იმ უცხოელების წვლილზე, ვინც თავისი ნაღვაწით დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, თეატრის, მხატვრობისა თუ სხვა სახელოვნებო დარგის განვითარებასთან; გიამბობთ გამორჩეულ არქიტექტორებზე, რომელთა პროექტებით ნაგები ბრწყინვალე შენობები, პარკები და სხვა დღესაც ქვეყნის სულიერი კულტურის იერსახეს ქმნის….

…რა თქმა უნდა, საქართველოში მოღვაწე ცნობილ უცხოელთა რაოდენობა ასეულს კია არა, რამდენიმე ათასეულსაც ითვლის, მაგრამ ამ გამოცემის „100 ცნობილის“ ფორმატი და „ფილოსოფია“ განსხვავებულია.

15,00 

13:00-მდე შეკვეთილი წიგნის მიწოდება ხდება მეორე სამუშაო დღეს! ხოლო 13:00-ის შემდეგ - მომდევნო სამუშაო დღეს!

დათვალიერება / გადმოტვირთვა 

ამ წიგნის დათვალიერება არ არის შესაძლებელი