გამომცემლობა „კლიო“ უკვე ორი ათეული წელია ქართულ საგამომცემლო ბაზარზეა. ის 2003 წელს ისტორიკოსებმა – ზაზა ხიდურელმა და ელენე მეძმარიაშვილმა დააარსეს და ბერძნული მითოლოგიის ისტორიის მუზის სახელი – კლიო დაარქვეს. თავდაპირველად გამომცემლობის პრიორიტეტი სწორედ ისტორიული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა იყო. მოგვიანებით „კლიო“ სასკოლო წიგნების გრიფირების პროცესში ჩაერთო. ამ პერიოდიდან დღემდე გამომცემლობის ბაზაზე 200-მდე სასკოლო სახელმძღვანელო მომზადდა; მათმა უმეტესობამ წარმატებით გაიარა გრიფირების პროცესი. სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, დღესდღეობით „კლიოს“ პრიორიტეტული მიმართულებებია: სასკოლო-დამხმარე ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, გზამკვლევები, საბავშვო-საყმაწვილო შემეცნებითი ლიტერატურა. გამომცემლობა რეგულარულად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებსა და ფესტივალებზე. ის ერთადერთია ქართული გამომცემლობებიდან, რომელმაც ჰავანისა (2017) და იერუსალიმის (2018) წიგნის ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა. 2020 წლიდან გამომცემლობა „კლიო“ ევროკავშირის საგამომცემლო პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში 2021 წელს ქართულ ენაზე თანამედროვე ევროპელი ავტორების 9 წიგნი გამოიცემა.
გაითვალისწინეთ! წიგნების შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც!