კონკურსი „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“

მოგეხსენებათ, გამომცემლობა „კლიო“ Creative Europe-ს დახმარებით 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურული ევროპას“, რომლიც ფარგლებში, უახლესი ევროპული ლიტერატურის ნიმუშები ითარგმნება. 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი 15-დამ 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

კონკურსის პირობები https://klio.ge/essay_1/

როგორც დაანონსებული იყო, ჟიურიმ გამარჯვებულები 2021 წლის 20 დეკემბერს, ზუმის შეხვედრაზე გამოავლინა.

კატეგორიაში „მოგზაურობა როგორც საკუთარი თავის ძიება“, 1-ელ ადგილზე სალომე ტეფნაძე გავიდა ნაშრომით „ 15 წუთით ადრე“; მე-2 ადგილი – ზუკა გაბაიძემ დაიკავა, ხოლო მესამე – ვიქტორ დათაშვილმა ნაშრომით „გვირილა, გოჭი და ბეღურების ბუდე“

კატეგორიაში „ენა და იდენტობა“ 1-ელ ადგილზე სალომე ვეკუა აღმოჩნდა ნაშრომით „შეჩვეული ჭირი“, მე-2 ადგილი ლალი ჭეშმარიტაშვილმა დაიკავა ნაშრომით „ენის სათვალე“, ხოლო მე-3 ლევან ყორშიამ ნაშრომით „იდენტობა და მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები“.

„ტოლერანტობის პარადოქსი“ – ამ კატეგორიაში 1-ლი ადგილი გვანცა ექიზაშვილს ერგო ნაშრომისთვის „ტოლერანტობა რელიგიურ ჭრილში, ანუ ჩემი და შენი ღმერთი“, მე-2 ადგილზე საბა ბოლქვაძე გავიდა ნაშრომით „ჯერ ტოლერანტობა, შემდეგ თავისუფლება“, მე-3 ადგილი კი მარიამ სადღობელაშვილმა დაიკავა ნაშრომისთვის „არ ავნო არსებობისთვის“.

კატეგორიაში „ბუნებრივი კატაკლიზმები და კაცის ბედი“ ადგილები ასე განაწილდა: 1-ლი ადგილი – გიორგი გამყრელიძე, ნაშრომით „ ბედი, როგორც მხსნელი და დამნაშავე“, მე-2 ადგილი – ჯუნა ძაგანია, ნაშრომით „სიყვარულთან თამაში“ და  მე-3 ადგილი – ლანა კოპალიანი, ნაშრომით „არავინ იცის, რას გვიმზადებს ბედი“.

გამარჯვებულებს ფულადი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სერტიფიკატები. ასევე ყველა მონაწილემ მიიღო იმ წიგნების ნაბეჭდი ეგზემპლარები, რომლებიც კონკურსის ინსპირაციის წყარო გახდა.

ასევე იხილეთ

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვი­ლებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ...

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის - „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” - ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში...

This site is registered on wpml.org as a development site.