2014 წლიდან „კლიო“ გამოსცემს სერიას „საქართველოს საგანძური“, რომელშიც ჩვენი ქვეყნის კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტები და მის ახლოს მდებარე საინტერესო ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობაა მოცემული. ობიექტები დალაგებულია რეგიონების მიხედვით.
სერიით ფარგლებში 2014-2020 წლებში 4 წიგნი გამოიცა: „საქართველოს 100 მუზეუმი“, „საქართველოს 100 კურორტი“, „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ და „საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი“.
წიგნები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.