მეგობრები მარტინს დასცინიან, რადგან თოვლის პაპისა სჯერა. მათ ჰგონიათ, ძალიან დიდები არიან იმისთვის, რომ ასეთი სისულელე დაიჯერონ – საჩუქრებს ხომ მშობლები ყიდულობენ და ნაძვის ხის ქვეშ აწყობენო, ამტკიცებენ ამაყად.
იმ ღამით ბიჭი გადაწყვეტს, თვალი არ მოხუჭოს, მაგრამ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ ხვდება. იმედგაცრუებულია, რადგან ყველაფერი გამოტოვა. მოულოდნელად სამზარეულოდან უცნაური ხმაური ესმის, მალვით შედის და ხედავს ფიგურას წითელ სამოსში – წვერიც თეთრი აქვს. მარტინი დარწმუნებულია, რომ ეს თოვლის პაპაა, თუმცა ვერ ხვდება, რატომ აწყობს საჩუქრებს უკან, ჩანთაში… ვიდეომაგნიტოფონი და ტელევიზორი სადღა მიაქვს?..
წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა.
ილუსტრაციები ეკუთვნის ნანა გიგოლაშვილს
წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://klio.ge/produit/https-klio-ge-produit-gk-7/