ტარკვინიის პატარა ცხენები

3.00

ავტორი: მარგერიტ დიურასი
მთარგმნელი: გიორგი ძნელაძე
რედაქტორი: თამარ ნინიკაშვილი
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2012
ISBN: 978-9941-441-18-9
გვერდები: 228
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი

Marguerite Duras / Les petits chevaux de Tarquinia

დიურასის შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. ზოგი მას ნოვატორული მიმდინარეობის, „ახალი რომანის“ წარმომადგენლად მიიჩნევდა, ზოგიც – ტრადიციული რომანების ავტორად. თუმცა, თავად დიურასი ორივე შეხედულებას უარყოფდა. მისი შემოქმედება ორივე მიმართულების ნაწარმოებებს მოიცავს და მისი ერთ კონკრეტულ მიმდინარეობაში მოქცევა არასწორი იქნებოდა. მარგერიტი წერდა რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, ფილმების სცენარებს. დიურასი გარდაიცვალა 1996 წლის 3 მარტს, პარიზში. რომანი „ტარკვინიის პატარა ცხენები“ 1953 წელს გამოქვეყნდა. ის მოგვითხრობს, თუ როგორ ატარებს მოსაწყენ ზაფხულს რამდენიმე ფრანგი წყვილი იტალიის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში. ნაწარმოების მთავარი თემა სიყვარულია. რომანის ავტორს სწამს, რომ მარადიული სიყვარული შესანიშნავი, თუმცა შეუძლებელია. როგორც მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „ამქვეყნად ყოველგვარი სიყვარული სიცრუეა. სულ სხვაა მარადიული სიყვარული“. სარა და ჟაკი ხვდებიან, რომ მათი დიდი სიყვარული განელდა და მხოლოდ იმიტომ არიან ერთად, რომ შვილი ჰყავთ. სარას ამ მოსაწყენ სოფელში დასასვენებლად ჩამოსული მამაკაცი ძალიან იზიდავს, თუმცა…

რომანი ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ძნელაძემ.

This site is registered on wpml.org as a development site.