
ქიმია — ტესტები აბიტურიენტებისა და პედაგოგებისთვის
18.00₾
ავტორი: გიული ანდრონიკაშვილი
რედაქტორები: ლალი ბერიძე, ნინო ვეფხიშვილი
აღწერა: ტესტების კრებული პასუხებითა და ახსნით – აბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის
გამოცემის წელი: 2016
ISBN: 978-9941-441-56-1
გვერდები: 246
ფორმატი: 195×275, შავ-თეთრი
ყდის ტიპი: რბილი
წონა | 0.49 კგ |
---|
არ არის მარაგში
კრებული მოიცავს ზოგად, არაორგანულ და ორგანულ ქიმიას. იგი დაგეხმარებათ ქიმიის ფუნდამენტური საკითხების სრულყოფილად ათვისების პროცესში. პედაგოგებს გაუადვილებს ქიმიის სწავლებით დაინტერესებულ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესს, ხოლო მოსწავლეებს და მომავალ აბიტურიენტებს — ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება.
ტესტები ხელს შეუწყობს მოსწავლის ცოდნის გაღრმავებას, ასევე თვითკონტროლსა და თვითშეფასებას, განუვითარებს მას შემოქმედებით აზროვნებას და გამორიცხავს ფორმალურ მიდგომას ფუნდამენტური ცნებებისა და საკითხების ათვისების პროცესში.
ტესტებს სასარგებლო იქნება უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების საბუნებისმეტყველო პროფილის სტუდენტებთვისაც, როგორც ცოდნის შემოწმების, ასევე ცოდნის განმტკიცებისა და გაღრმავების მიზნით.