მოქალაქეობა, VIII კლასი, დამხმარე სახელმძღვანელო

15.00

ავტორი: მაია გოგოლაძე, ეკა სიმსივე, მანანა ჯინჭარაძე
აღწერა: დამხმარე სახელმძღვანელო
ISBN: 978-9941-481-99-4
გვერდები: 110
ფორმატი: 195×275, ფერადი
ყდის ტიპი: რბილი
ფასი: 15 ლარი

თუ შენ ამ წიგნს კითხულობ ე.ი. ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული და ერთად გვინდა იმ საზოგადოების აშენება, რომელშიც ჩვენმა შვილებმა და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ.
ჩვენ, მშობლებს, ისევე, როგორც მასწავლებელს, საზოგადოების წევრს, და უფრო მეტადაც, ვალდებულება გვაკისრია, თაობა შევქმნათ და მაგალითი მივცეთ.
ჩვენს თავსაც ვახსენებთ: აღზრდა პატარაობიდანვე იწყება, იმ დროიდან, როცა თვალებში გვიყურებს და ქვეყნის მძლე ვგონივართ, როცა ჩვენი უბრალო ქმედებაც კი ღმერთის ნების ტოლფასია, როცა დასჯილი და ცრემლიანი ელოდება პატიებას, როცა უპირობოდ ვუყვარვათ და სჯერა ჩვენი.
მოზარდთან კი ყველაფერი გვირთულდება, ისევე, როგორც თავად ცხოვრება… ამ სირთულის დასაძლევად ათას ბარიერს ვლახავთ, მავანს ვუპირისპირდებით, ვიბრძვით, ვეხმარებით ან გვგონია, რომ ვეხმარებით…
მერე იზრდება და…
სიკეთეს, სიყვარულს, სათნოებას, პატივისცემას, ზრდილობას, ემპათიას, თანადგომასა და თანაგრძნობას ოჯახის მაგალითზე სწავლობს ბავშვი, სკოლა მხოლოდ ეხმარება, რომ განამტკიცოს ეს საუკეთესო თვისებები. ოჯახიდან წამოღებული საგზალი არასოდეს ამოიწურება, არ დამთავრდება, არ შემოელევა, არ გახუნდება, სულ ემახსოვრება, ცხოვრებას გაუნათებს და ბედნიერს გახდის.
სხვას რომ რაღაცა მივცეთ, ჩვენვე უნდა გვქონდეს იგი. ეს წიგნი სწორედ ამაში გვეხმარება — გვიზომავს და აღმოგვაჩენინებს, რა მარაგი დაგვრჩა ჩვენი სახლიდან წამოღებული, როგორ გვინდა შვილებს ეს ვუწილადოთ და ყველაზე საპასუხისმგებლო: რა გვინდა, რომ გავუნაწილოთ — ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, თუ ის, რასაც ასეთად კაცობრიობა თვლის…
ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხი გვექნება, თუ მოქალაქეობის წიგნს შვილებთან ერთად წავიკითხავთ, გავაანალიზებთ და აზრს ერთმანეთს გავუზიარებთ.
ჩვენი შვილებისთვის გადადებული 20-30 წუთი დაუვიწყარ საათებს ქმნის, ოჯახის საგზალს ემატება და ვალმოხდილს გვიშვებს…
მგონი, სჯობს წუთები „დავკარგოთ“, ვიდრე თაობა დავუკარგოთ ქვეყანას!


წიგნი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ონლაინ — ბმული

This site is registered on wpml.org as a development site.