სულჩადგმული მარმარილო

12.00

ავტორი: ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე
მთარგმნელი: ნანა დევიძე
რედაქტორი: მანანა ბალიაშვილი
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-07-3
გვერდები: 208
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი

წონა 0.4 kg

დღეს მოღვაწე ლიეტუველ მწერლებს შორის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე ერთადერთია, ვისი რომანიც ინგლისურ ენაზე ითარგმნა. ეს ფაქტი, თავისთავად, ღირებულსა და საინტერესოს ხდის მის წიგნს — „სულჩადგმულ მარმარილოს“, რომელშიც დრამატულად და, ამავდროულად, პოეტურად არის მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ოჯახზე, სიცრუესა და სიკვდილზე.
ყველაფერი იწყება იმით, რომ იზაბელე რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლა არღვევს ოჯახის მყიფე წონასწორობას, წარმოაჩენს ღრმა კრიზისს და მკითხველი ამ ოჯახის რღვევის მოწმე ხდება.
ეს არის რომანი, რომელიც შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. დასაწყისში სადა და უბრალო თხრობის სტილი სინამდვილეში საკმაოდ ორაზროვანია. ამ ოჯახში მიმდინარე პროცესების შედეგები მოგვიანებით საცნაურდება.
საბოლოოდ, მკითხველი ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმე ხდება.

წიგნი ლიეტუვურიდან თარგმნა ნანა დევიძემ.

 

*** ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე დაიბადა 1976 წელს ვილნიუსში. სწავლობდა ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სატელევიზიო რეჟისურის სპეციალობით, მაგრამ მალევე მიატოვა და სწავლა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში.
მისი პირველი რომანი „სულჩადგმული მარმარილო“ გამოიცა 2006 წელს. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 2018 წლის გაზაფხულზე და წარდგენილი იყო მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია სლოვენურ, უნგრულ, იტალიურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. არის თერთმეტი წიგნის ავტორი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მისმა რომანმა „სულჩადგმული მარმარილო“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

This site is registered on wpml.org as a development site.