
გოგონა და მესიზმრე კაცი
12.00₾
ავტორი: დაჩა მარაინი
მთარგმნელი: ნუნუ გელაძე
რედაქტორი: გიორგი ლობჟანიძე
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-02-8
გვერდები: 400
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
„გოგონა და მესიზმრე კაცი“ დაჩა მარაინის მორიგი რომანია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.
წინამდებარე ტექსტშიც დაჩა მარაინი ჩვეულ ამპლუაში რჩება და კვლავაც ისეთ პრობლემას წამოჭრის, რომელზე ლაპარაკსაც ადამიანები, ჩვეულებრივ, გაურბიან ანდა ამჯობინებენ, გვერდი მრავალმნიშვნელოვანი დუმილით აუარონ.
არადა, ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი, რომელიც თანამედროვე მონათმფლობელობის უმძიმეს ფორმას წარმოადგენს, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ჭირია.
მწერალი მოურიდებლად, მე ვიტყოდი, უშიშრად გვიყვება ამ პრობლემის არაერთ ასპექტზე და არაჩვეულებრივი ლიტერატურული ოსტატობის წყალობით რომანს, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ ჟურნალისტიკის ჩარჩოებს ვერ გასცილებოდა, დიდი ლიტერატურის მრავალშრიან, წინააღმდეგობრივი შუქ-ჩრდილებით სავსე, დაუვიწყარ ნიმუშად გადააქცევს.
ქართული თარგმანი მთელ ამ ნიუანსებს ადეკვატურად ასახავს და წიგნი ქართველი მკითხველისთვისაც ორიგინალის სადარი შთაბეჭდილებით იკითხება.
წიგნი იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ.