ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე

12.00

ავტორი: კაროლინა შუთი
მთარგმნელი: ქეთევან ნიკოლაძე
რედაქტორი: თამარ ნინიკაშვილი
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-01-1
გვერდები: 136
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ კაროლინა შუთის მეორე რომანია. ეს არის ისტორია მოგონებებზე, დაკარგვასა და ხელახლა პოვნაზე… მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში და დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს – ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება. დედის ნაადრევი სიკვდილი პატარა გოგოსთვის ენის დაკარგვას ნიშნავს – მას არ ესმის დეიდასი, რომელიც დღეიდან მასზე იზრუნებს. სახლშიც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის. მხოლოდ მარეკი, მეზობლად მცხოვრები ტყვედყოფილი პოლონელი ახერხებს, რამდენიმე საათით უსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური არ უსწავლია, მარეკის სიტყვები — „Moje kochanie“ — მაიას შორეულ ბავშვობაში დაკარგულ მშობლიურ ენას აგონებს… როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს…
წიგნი გერმანულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ.

*** კაროლინა შუთი 1976 წელს დაიბადა ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში. დაამთავრა გერმანული ფილოლოგიის, ასევე ანგლისტიკისა და ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. სადოქტორო ნაშრომი ელიას კანეტის შესახებ დაიცვა. ასწავლიდა ფლორენციის უნივერსი­ტეტში, შემდეგ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ინსბრუკის ლიტერატურის სახლში. 2009-2013 წლებში იყო Brenner Forum-ის გამგეობის წევრი, ასევე Brenner-Archiv-ის მმართველი საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს არა­ერ­თი პუბლიკაცია ლიტერატურათმცოდნეობის თემაზე, ხელმძღვანელობს ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ინტერდისციპლინარულ პროექტებს, მუშაობს ნაფიც მსაჯულად, კითხულობს ლექციებს უახლეს ლიტერატურაზე. 2015 წელს მისმა რომანმა „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

This site is registered on wpml.org as a development site.