მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია

12.00

ავტორი: კრისტიან კრუსატი
მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი
რედაქტორი: რობერტ მესხი
აღწერა: მოთხრობები
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-00-4
გვერდები: 108
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი

თანამედროვე ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ეჭვქვეშ აყენებს იმ მიღებულ წესებსა და კანონებს, რომლებიც გვასწავლიან, თუ როგორი უნდა იყოს ლიტერატურაში თხრობის ფორმალური ბუნება.  წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით, რომელიც ადვილად ახდენს ადაპტაციას თითოეული მოთხრობის ფიზიკურ თუ წარმოსახვით ადგილებთან და იქ მცხოვრები ადამიანების მყიფე ინდივიდუალიზმთან, მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ყოფას ქმნიან.თითოეული გმირი ელოდება და ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ მათ არ ძალუძთ რაიმე ეფექტური ქმედების განხორციელება. სულს კი ცვლილებები სჭირდება, რადგან სუფისტური მისტიკის თანახმად, უძრაობა უდრის ნელ სიკვდილს, რომელიც ყველგან დაგვყვება, იქნება ეს უკაცური შარაგზები, ცარიელი სადგომები თუ ტურისტების სავსე სასტუმროები. ეს არის რეალური უდაბნო, სადაც პერსონაჟებს თავს გადახდებათ ბედნიერი თუ უბედური ამბები (უმნიშვნელო ინციდენტი, ნუდისტურ პლიაჟზე გონების დაკარგვა, ავიაკატასტროფა, რომელიც არ მოხდა…), რომლებიც მათში იწვევს შთაგონებას, როგორც აფეთქებისას და სწორედ ესაა ადამიანის მარტოობის ნამდვილი სახე. მოთხრობები ესპანურიდან თარგმნა რამაზ ხატიაშვილმა

*** კრისტიან კრუსატი დაიბადა 1983 წელს ესპანეთში, ქალაქ მარბელაში. ის პროფესიით ლიტერატურის თეორეტიკოსია (ლიტერატურის მაგისტრი, მადრიდის უნივერსიტეტი), აქვს ხარისხი გამოყენებით ლინგვისტიკაში, დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „შედარებითი ლიტერატურა“ ამსტერდამის უნივერსიტეტში. ცხოვრობდა საფრანგეთში, მაროკოში, ნიდერლანდებში… პერიოდულად სხვადასხვა ესპანურენოვან გამოცემაში აქვეყნებს თარგმანებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის შესახებ. ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში და უცხოელებს ესპანურ ენას ასწავლის. გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი.2013 წელს მისმა მოთხრობების კრებულმა „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

This site is registered on wpml.org as a development site.