ღამის შუქურები

12.00

ავტორი: ემი ლიპტროტი
მთარგმნელი: გაგა ლომიძე
რედაქტორი: რობერტ მესხი
აღწერა: ბიოგრაფიული რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-05-9
გვერდები: 304
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი

„ღამის შუქურები“ ემი ლიპტროტის ლიტერატურული დებიუტია. ეს არის გულწრფელი მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე: მწერალი გვიყვება, როგორ წავიდა ლონდონში კარიერის შესაქმნელად და სიყვარულთან შესახვედრად. თავდაპირველად ყველაფერი მეტად სახალისო იყო, მაგრამ მალე ალკოჰოლს მიეძალა, დაშორდა შეყვარებულს, დაკარგა სამსახური, ბინა, მისი გაუპატიურებაც კი სცადეს, სასმლით გაბრუებული ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა…

გადარჩენის ერთადერთი გზა შინ, ორკნის კუნძულების ფერმაში დაბრუნება იყო. იქ ადამიანი იმდენად მარტო რჩება ბუნებასთან, რომ შეუძლია ბუს ელაპარაკოს, ან გაშიშვლდეს და ისე ირბინოს ბროდგარის წრის გავარვარებულ ქვებს შორის, სადაც ოდესღაც ნეოლითის ეპოქის ხალხი რიტუალების ასრულებდა.

ლონდონის ხმაურიანი სამყაროდან, რომელშიც არც მას და არც მის პატარა ცხოვრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გმირი ბრუნდება ბუნების უკიდეგანო სამყაროში, სადაც ყველა მოვლენა დიდებული და მნიშვნელოვანია. აქ ის დილაობით გაყინულ ზღვაში ცურავს, ორკნის კუნძულების ველურ ბუნებას ახალი თვალით აკვირდება, გადაშენების გზაზე დამდგარი ფრინველების გადარჩენის საქმეში ებმება და ხელახლა აღმოაჩენს იმ ადგილებს, სადაც გაიზარდა; ღამღამობით კი ცაში „მხიარულ მოცეკვავეებს“ (ჩრდილოეთის ციალს) შესცქერის და ცხოვრების არსს უტრიალებს, რომლისთვისაც ხშირად კითხვის ნიშანი დაუსვამს…
თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს… მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები…

ამ წიგნმა მწერალს არაერთი გამარჯვება მოუტანა: მათგან უმთავრესია უეინრაიტის პრემია ბუნების შესახებ საუკეთესო წიგნისთვის (2016 წ.) და ინგლისის პენ-კლუბის მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემია ავტობიოგრაფიული რომანისთვის (2017 წ.).

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა გაგა ლომიძემ.

*** ემი ლიპტროტი ახალგაზრდა ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალია. მან არაერთი პროფესია გამოიცვალა — მუშაობდა მენატურედ, ანიმატორად, მოლუსკების ფაბრიკაში… პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამო­ცე­მასა და ბლოგთან, მათ შორის — Guardian-სა და Observer-თან, სადაც სტატიებს აქვეყნებდა; მიჰყავდა რუბრიკა ჟურნალში Caught by the River, რომლის მასალებიც შემდგომ ამ წიგნის საფუძვლად იქცა.
„ღამის შუქურებმა“ გამოცემისთანავე მიიპყრო ყურადღება და Guardian-ის საუკეთესო წიგნების ნუსხასა და Sunday Times-ის წლის ბესტსელერების ათეულში მოხვდა. ასევე მიენიჭა Wainwright Prize — ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ბუნებასა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ამსახველი საუკეთესო ნაწარმოებისთვის და PEN Ackerley Prize — ინგლისის პენ-კლუბის ყოველწლიური პრემია ავტობიოგრაფიული ლიტერატურისთვის.

This site is registered on wpml.org as a development site.