თოვლის პაპა ქურდია

12.00

ავტორი: ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი)
მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი
ილუსტრატორი: ნანა გიგოლაშვილი
აღწერა: საბავშვო მოთხრობა, ფერადი, სრულად ილუსტრირებული
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-06-6
გვერდები: 60
ფორმატი: 210×210
ყდის ტიპი: რბილი

წონა 0.18 kg

მეგობრები მარტინს დასცინიან, რადგან თოვლის პაპისა სჯერა. მათ ჰგონიათ, ძალიან დიდები არიან იმისთვის, რომ ასეთი სისულელე დაიჯერონ – საჩუქრებს ხომ მშობლები ყიდულობენ და ნაძვის ხის ქვეშ აწყობენო, ამტკიცებენ ამაყად.

იმ ღამით ბიჭი გადაწყვეტს, თვალი არ მოხუჭოს, მაგრამ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ ხვდება. იმედგაცრუებულია, რადგან ყველაფერი გამოტოვა. მოულოდნელად სამზარეულოდან უცნაური ხმაური ესმის, მალვით შედის და ხედავს ფიგურას წითელ სამოსში – წვერიც თეთრი აქვს. მარტინი დარწმუნებულია, რომ ეს თოვლის პაპაა, თუმცა ვერ ხვდება, რატომ აწყობს საჩუქრებს უკან, ჩანთაში… ვიდეომაგნიტოფონი და ტელევიზორი სადღა მიაქვს?..

წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, ილუსტრაციების ავტორია ნანა გიგოლაშვილი.

*** ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) 1965 წლის 5 აპრილს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ მწერალი სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში მუშაობდა. მისი პირველი რომანი „ყველაფერი კარგად იქნება“ 2004 წელს გამოვიდა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა, მომდევნო რომანმა — „შავი ზღვა“, რომელსაც ქეთევანის ოჯახის დევნილობის ამბავი დაედო საფუძვლად, 2010 წელს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოიპოვა და მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. 2016 წელს ქეთევან დავრიშევმა ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოაქვეყნა, რომლის ინსპირაციის წყარო, ავტორის აღიარებით, მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა გახლდათ.
მწერალი თავის ნაწარმოებებში რეალურ ამბებს აღწერს — იმას, რაც მას და მის წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. წერს სცენარებს ფილმებისათვის და სიმღერების ტექსტებს, თანამშრომლობს ცნობილ საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობასთან L’ecole de l’oasir, რომელმაც მწერლის მრავალი ნაწარმოები გამოსცა, მათ შორის მწერლის მიერ ბებიებისა და პაპის მოგონებების საფუძველზე შეგროვებული ქართული ზღაპრები.
ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვის მწერლის საბავშვო ნაწარმოებებიც საინტერესო იქნება.

This site is registered on wpml.org as a development site.