სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში

7.00

ავტორი: ისქენდერ ფალა
მთარგმნელი: ნანა ჯანაშია
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2020
ISBN: 978-9941-481-89-5
გვერდები: 396
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
ფასი: 7 ლარი
ცნობილი თურქი მწერლის ისქენდერ ფალა დაიბადა 1958 წელს უშაქში. 1979 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. 1983 წელს დაცული სადისერტაციო ნაშრომის თემა დივანის ლიტერატურა იყო. 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მივიწყებული დივანის ლიტერატურის პოპულარიზაციას არაერთი სტატია, ესეი, ნოველა და საგაზეთო წერილი მიუძღვნა. მის სემინარებსა და ლექციებს ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავს.
ისქენდერ ფალა, რომელსაც „დივანის პოეზიის მოამაგეს“ უწოდებენ, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მშობლიურ ქალაქში „უშაქის სახალხო გმირის“ ტიტული მიენიჭა.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
„სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში“ მწერლის პირველი რომანია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.
რომანი თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ.
This site is registered on wpml.org as a development site.