
ქიმია — მასწავლებლის წიგნი
30.00₾
წონა | 0.79 kg |
---|
სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეხება ზოგადი ქიმიის საკითხებს. მასში ასახულია ქიმიის ძირითადი ცნებების, კანონებისა და კანონზომიერებების თანამედროვე ინტერპრეტაცია. მეორე ნაწილში (არაორგანული ქიმია) ელემენტები განხილულია ერთიანი სისტემით (ატომის აღნაგობა, გავრცელება, ნივთიერებების მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, გამოყენება), რაც აადვილებს ინფორმაციის აღქმას და ელემენტების დახასიათებისას უკეთ წარმოაჩენს მათ ბუნებასა და თვისებებს შორის მსგავსება-განსხვავებას. მესამე ნაწილში (ორგანული ქიმია) საკითხები განხილულია ორგანულ ნაერთთა ელექტრონული და სივრცითი აღნაგობის შესახებ თანამედროვე თეორიული წარმოდგენების საფუძველზე.
წიგნი დაეხმარება მასწავლებლებს ქიმიის ფუნდამენტური საკითხების სიღრმისეულად ათვისებაში სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადების პროცესში. სახელმძღვანელო, ასევე, ხელს შეუწყობს პედაგოგებს, შექმნან საუკეთესო სასწავლო გარემო, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეების მიერ ქიმიის ათვისებისას მიღწეულ შედეგებზე.
ვფიქრობთ, სახელმძღვანელო საინტერესო იქნება, ასევე, საბუნებისმეტყველო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების, კოლეჯების, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისა და ქიმიის შესწავლით დაინტერესებულ უფროსკლასელებისათვის.