იმერეთის 100 საოცრება

30.00

ავტორი: გიორგი დვალაშვილი
პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი: ზაზა ხიდურელი
აღწერა: ფერადი წიგნი-ალბომი იმერეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ 350-ზე მეტი ილუსტრაციით
გამოცემის წელი: 2022
ISBN: 978-9941-496-37-0
გვერდები: 124
ფორმატი: 210X297
ყდის ტიპი: მაგარი, სუპერით
წონა 0.79 kg

სერიით „საქართველოს საგანძური“ გამომცემლობა „კლიოს“ გამოცემული აქვს წიგნები: „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“, „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ და „საქართველოს ბუნებისა და მატერიალური კულტურის 100 ძეგლი“.
ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს„იმერეთის 100 საოცრება“, რომლის ავტორია ცნობილი გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი. მასში ავტორი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის იმერეთის 100 გამორჩეულ ტურისტულ ობიექტზე გვიამბობს. ობიექტები დალაგებულია მუნიციპალიტეტების მიხედვით და მოცემულია მოკლე ინფორმაცია ობიექტის ადგილმდებარეობის  და მათი ისტორიის შესახებ.
რა თქმა უნდა, წიგნის ფორმატიდან გამომდინარე, ბევრი რამ, რაც ჩვენი აზრით, ყურადღებას იმსახურებს, წიგნში ვერ მოხვდა. თუმცა, ვიმედოვნებთ, აქ წარმოდგენილი ობიექტები უფრო გააღვივებს მკითხველის ინტერესს, ახლოს გაეცნოს იმერეთის ბუნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლებს და მეტი შეიტყოს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

სუპერზე – კაცხის სვეტი, გიორგი ნიკოლავას ფოტო

This site is registered on wpml.org as a development site.