
საქართველოს 100 მუზეუმი
26.00₾
წონა | 1.03 kg |
---|
საქართველოს თანამედროვე სამუზეუმო კულტურა 160 წელზე მეტს ითვლის; ქვეყანაში არსებული მუზეუმების რაოდენობა100-ზე ბევრად მეტია, ხოლო ექსპოზიციებსა და ფონდებში დაცული ისტორიის, ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ამსახველი მასალების რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ყველა ან თუმდაც უმთავრესი მუზეუმების მხოლოდ ძირითად ექსპონატთა სრულად წარმოჩენას მრავალი ტომი დასჭირდებოდა, ამიტომ გამოცემის ფორმატის გათვალისწინებით, გამოცემაში მხოლოდ საქართველოს 100 მუზეუმია შესული.
სამწუხაროდ, წიგნში ვერ მოხვდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ – აფხაზეთსა და შიდა ქართლის ცალკეულ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად მოუვლელი და უმოქმედოა.
„საქართველოს 100 მუზეუმის“ უმთავრესი მიზანია მოქმედი მუზეუმების წარმოჩენა, ადგილობრივ მკვიდრთათვის – შეხსენება, სტუმართათვის კი მუზეუმებში არსებული მდიდარი – უნიკალური მასალების შესახებ საწყისი ინფორმაციის მიწოდება-პოპულარიზაცია.
ხელმისაწვდომია წიგნის ინგლისური და რუსული გამოცემებიც.
სუპერის დიზაინი – ელენე ვარამაშვილი