
იოუნი
12.00₾
ავტორი: ოფეიგურ სიგურდსონი
მთარგმნელები: თამარ ნინიკაშვილი, სოფიო კობალაძე, ციცინო რობაქიძე, მანანა ბალიაშვილი ზურაბ აბაშიძე
რედაქტორი: თამარ ნინიკაშვილი, მანანა ბალიაშვილი, ზურაბ აბაშიძე
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-08-0
გვერდები: 208
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
Weight | 0.4 kg |
---|
პასტორი იოუნი რეალური პიროვნება იყო და მისი ეპიკური ისტორია ისლანდიაში ყველამ იცის, წერილების შინაარსი თაობიდან თაობას გადაეცემა, ჰყვებიან, განიცდიან, უთანაგრძნობენ…
ახალგაზრდა ისლანდიელმა მწერალმა ოფეიგურ სიგურდსონმა ამ ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
წიგნის თარგმანზე მუშაობდნენ თამარ ნინიკაშვილი, მანანა ბალიაშვილი ზურაბ აბაშიძე, ს. კობალაძე, ც. რობაქიძე
*** პოეტი და პროზაიკოსი ოფეიგურ სიგურდსონი დაიბადა რეიკიავიკში, 1975 წლის 2 ნოემბერს. დაამთავრა ისლანდიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის დიპლომით. დაიცვა დისერტაციის თემაზე „ტაბუ და დანაშაული ჟორჟ ბატაის შემოქმედებაში“. მწერლის პოეტური დებიუტი „ზამთრის სიბნელის გულშემატკივრები“ 2001 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო კრიტიკოსთა ყურადღება. გამოქვეყნებული აქვს ექვსი პოეტური კრებული და ხუთი რომანი.
ოფეიგურ სიგურდსონი სათავეში უდგას ახალგაზრდა ისლანდიელ შემოქმედთა პოეტური მოძრაობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ცდილობენ, ისლანდიური პოეზიის ფორმა შეცვალონ.
2011 წელს მწერლის რომანმა „იუონი“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.