ძაღლის ბედი

12.00

ავტორი: ქეთევან დავრიშევი
მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი
ილუსტრატორი: ნანა გიგოლაშვილი
აღწერა: საბავშვო მოთხრობა, ფერადი, სრულად ილუსტრირებული
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-03-5
გვერდები: 48
ფორმატი: 210×210
ყდის ტიპი: რბილი

Weight 0.14 kg

არტურისგან განსხვავებით, ლუს ცხოველები არ უყვარდა, ეშინოდა მათი. განა არ შეიძლება, კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ცხოველები არ გიყვარდეს? ძალად სიყვარული გაგონილა?.. – ფიქრობდა გოგო, მაგრამ მშობლებს არ ესმოდათ მისი, მშიშარა და მარტოსულიაო, ამბობდა ბებო და ამოტომაც ჯერ წიგნი აჩუქა ძაღლებზე, შემდეგ კი, სულაც, ლაბრადორის ლეკვი მოუყვანა.

ლუ მართალი იყო, სიყვარული ბრძანებით არ მოდის… ვერაფრით შეიყვარა ეს ბეწვის ბურთი, რომელიც გულს ურევდა, უთავმოყვარეოდ სულ უკან დასდევდა, სახლს აბინძურებდა, ყველაფერს ღრღნიდა. ძაღლი მის უბედურებად იქცა, როგორმე თავიდან უნდა მოეშორებინა…

თუმცა, ერთ დღესაც  ბეწვის ბურთმა პატარა გოგოს უსახური ცხოვრება თავდაყირა დააყენა: მოხდა ის, რაზეც ლუ ოცნებასაც ვერ ბედავდა…

ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, წიგნის ილუსტრატორია ნანა გიგოლაშვილი.

წიგნი ითარგმნა და გამოიცა ევროკავშირის ქვეპროგრამის „შემოქმედებით ევროპის“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში.

*** ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) 1965 წლის 5 აპრილს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ მწერალი სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში მუშაობდა. მისი პირველი რომანი „ყველაფერი კარგად იქნება“ 2004 წელს გამოვიდა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა, მომდევნო რომანმა — „შავი ზღვა“, რომელსაც ქეთევანის ოჯახის დევნილობის ამბავი დაედო საფუძვლად, 2010 წელს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოიპოვა და მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. 2016 წელს ქეთევან დავრიშევმა ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოაქვეყნა, რომლის ინსპირაციის წყარო, ავტორის აღიარებით, მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა გახლდათ.
მწერალი თავის ნაწარმოებებში რეალურ ამბებს აღწერს — იმას, რაც მას და მის წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. წერს სცენარებს ფილმებისათვის და სიმღერების ტექსტებს, თანამშრომლობს ცნობილ საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობასთან L’école des loisirs, რომელმაც მწერლის მრავალი ნაწარმოები გამოსცა, მათ შორის მწერლის მიერ ბებიებისა და პაპის მოგონებების საფუძველზე შეგროვებული ქართული ზღაპრები.
ვფიქრობთ, ქართველ მკითხველისთვის მწერლის საბავშვო ნაწარმოებებიც საინტერესო იქნება.