მძიმე წერილები

12.00

ავტორი: ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი)
მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი
ილუსტრატორი: ნანა გიგოლაშვილი
აღწერა: საბავშვო მოთხრობა, ფერადი, სრულად ილუსტრირებული
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-04-2
გვერდები: 40
ფორმატი: 210×210
ყდის ტიპი: რბილი

Weight 0.18 kg

ბებიას გარდაცვალების შემდეგ თვეები გავიდა, მაგრამ ლუ ვერაფრით შეეჩვია ამ ამბავს. დარდს გულში ინახავს, ვერავის უზიარებს, უჭირს ამაზე ლაპარაკი. ხმას არ იღებს. არასდროს. თუმცა გამუდმებით ფიქრობს მასზე.

მერე გარდაცვლილი ბებიასთვის წერილების წერას იწყებს. სწერს იმიტომ, რომ არ დაავიწყდეს. ბოლოს ბებიამ ყავა სთხოვა ნაყინით. მან კი მოატყუა, საფუნთუშეში ყავა აღარ აქვთო, ჩასვლა არ უნდოდა. ახლა ნანობს და წერილში სწერს. სწერს იმაზეც, საუკეთესო მეგობართან საერთოს რომ ვეღარ ნახულობს; კიდევ ანტუანზე, იმ ბიჭზე, ადრე რომ ელაპარაკა… ჰო, ბებიას სახე კი დაავიწყდა, მაგრამ მისი სუნამოს სურნელს გრძნობს და, რაც მთავარია, მისი ხმა ესმის…

წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა, ილუსტრაციების ავტორია ნანა გიგოლაშვილი.

*** ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) 1965 წლის 5 აპრილს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ მწერალი სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემაში მუშაობდა. მისი პირველი რომანი „ყველაფერი კარგად იქნება“ 2004 წელს გამოვიდა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა, მომდევნო რომანმა — „შავი ზღვა“, რომელსაც ქეთევანის ოჯახის დევნილობის ამბავი დაედო საფუძვლად, 2010 წელს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოიპოვა და მრავალ ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. 2016 წელს ქეთევან დავრიშევმა ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოაქვეყნა, რომლის ინსპირაციის წყარო, ავტორის აღიარებით, მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა გახლდათ.
მწერალი თავის ნაწარმოებებში რეალურ ამბებს აღწერს — იმას, რაც მას და მის წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. წერს სცენარებს ფილმებისათვის და სიმღერების ტექსტებს, თანამშრომლობს ცნობილ საბავშვო-საყმაწვილო გამომცემლობასთან L’ecole de l’oasir, რომელმაც მწერლის მრავალი ნაწარმოები გამოსცა, მათ შორის მწერლის მიერ ბებიებისა და პაპის მოგონებების საფუძველზე შეგროვებული ქართული ზღაპრები.
ვფიქრობთ, ქართველ მკითხველისთვის მწერლის საბავშვო ნაწარმოებებიც საინტერესო იქნება.