აღმოსავლეთ-დასავლეთის თოთხმეტსაუკუნოვანი ბრძოლა

7.00

ავტორი: აბდ ალ-ჰამიდ შარაფი
მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
რედაქტორი: გოჩა ჯაფარიძე
აღწერა: სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა
გამოცემის წელი: 2019
ISBN: 978-9941-481-42-0
გვერდები: 228
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
ფასი: 7 ლარი
Weight 0.28 kg
ეგვიპტელი გენერალი აბდ ალ-ჰამიდ შარაფი ამ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ნაშრომში ისლამური ახლო აღმოსავლეთის დასავლეთთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის თოთხმეტსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო მომენტებზე მოგვითხრობს. ავტორი ცდილობს თვალი მიადევნოს იმ ისტორიულ მიზეზებს, რამაც აღმოსავლეთი და ისლამური ცივილიზაცია დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებამდე მიიყვანა.
წიგნში მკითხველი გაეცნობა ჯვაროსნული ომების საინტერესო ეპიზოდებს, XIX საუკუნის ევროპული კოლონიალიზმის დამღუპველ შედეგებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისათვის, ოსმალეთის იმპერიის მარცხის მიზეზებსა და მრავალ ისეთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ახალი თვალით დაგვანახებს ამ ისტორიულ მოვლენებს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უახლესი ისტორიის ჭრილში.
წიგნი საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, აღმოსავლეთმცოდნეებისა და აღმოსავლურ-დასავლური ურთიერთობებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნი არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.