გლოვის წვეთი

15.00

ავტორი: ისქენდერ ფალა
მთარგმნელი: ნანა ჯანაშია
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2021
ISBN: 978-9941-496-23-3
გვერდები: 436
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
Weight 0.425 kg
„გლოვის წვეთი“ ისტორიულ-სათავგადასავალო ჟანრის რომანია, რომელიც 2009 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში მოქმედება აღმოსავლეთის წმინდა ყვავილით — ტიტებით სავსე შუა საუკუნეების სტამბოლში ხდება და მოგვითხრობს ოსმანთა სამეფო კარის მსახურის — ყარა შაჰინის ამბავს, რომელიც ქორწინების დღეს საყვარელ ადამიანს კარგავს და თავადაც ძლივს აღწევს თავს საშინელ განსაცდელს. ამის შემდეგ მისი მიზანი დანაკარგის საიდუმლოს ამოხსნა ხდება, თუმცა, როგორც ტიპურ სათავგადასავლო-ავანტიურისტულ რომანს შეეფერება, „გლოვის წვეთშიც“ პარალელურად სხვა საინტერესო და დაძაბული სიუჟეტური ხაზებიც ვითარდება. პერსონაჟთა ხასიათები, ოსმანთა იმპერიის სოციალური და პოლიტიკური ყოფის დეტალები, თხრობაში უხვად ჩაქსოვილი მოტივები და სახეები ოსმანური პოეტური ტრადიციიდან (რომელსაც ავტორი შესანიშნავად იცნობს) რომანს იდუმალ აღმოსავლურ ხიბლს სძენს.
2020 წელს გამომცემლობა „კლიომ“ ისქენდერ ფალას რომანი „სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში“ გამოსცა. „გლოვის წვეთი“ მწერლის მეორე რომანია ქართულ ენაზე. ორივე რომანი თურქულიდან შესანიშნავად თარგმნა ნანა ჯანაშიამ.