მეშვიდე ცოლი

7.00

ავტორი: იგორ ეფიმოვი
მთარგმნელი: რობერტ მესხი
აღწერა: რომანი
გამოცემის წელი: 2018
ISBN: 978-9941-441-79-0
გვერდები: 592
ფორმატი: 148×210
ყდის ტიპი: რბილი
Weight 0.51 kg
იგორ ეფიმოვის „მეშვიდე ცოლი“ მედეას მითის კიდევ ერთი თანამედროვე ვარიაციაა.

„მეშვიდე ცოლი“ აბსოლუტურად ბრწყინვალე თაღლითური რომანია, რომელიც აღსავსეა სატირით, ლირიზმით, დაძაბული ქმედებებით…“
იოსიფ ბროდსკი

რო­მანის ფაბულად, უმთავრეს სიუჟეტურ ხაზად მკითხველი არგონავტების მითს ამოიცნობს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ემიგრანტის თვალით და­ნახული ორი განსხვავებული სამყარო — ამერიკა და საბჭოთა კავშირი, რომელიც ამ რომანის გამოქვეყნებისას უკვე დაშლის პირას იყო მისული.
იგორ ეფიმოვი, როგორც რუსული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურა და უცხოეთში (აწ უკვე მის სამშობლოშიც) აღიარებული არაერთი შესანიშნავი რომანის ავტორი, ფაქტობრივად უცნობია ქართველი მკითხველისთვის. „მეშვიდე ცოლი“ ამ ავტორის პირველი ქართული თარგმანია. მწერალი უცნობად იქცა თვით რუსი მკითხველისთვისაც მას შემდეგ, რაც 1978 წელს დატოვა რკინის უხილავი ფარდით შემოზღუდული წითელი იმპერია — საბჭოთა კავშირი, რომელშიც აკაკი ბაქრაძეს რომ დავესესხოთ, არასოდეს შეწყვეტილა „მწერლობის მოთვინიერება“. ემიგრირების შემდეგ სამშობლოში სულ სხვა ეფექტით დაბრუნდნენ დასავლეთში ანდრეი მოსკოვიტის ფსევდონიმით დასტამბული ეფიმოვის ფილოსოფიური შრომები — „პრაქტიკული მეტაფიზიკა“ და „მეტაპოლიტიკა“.

რომანი რუსულიდან თარგმნა რობერტ მესხმა.