წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

Klio-ს ონლაინ მაღაზიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება დებულებებში მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ განსაზღვრული წესები და პირობები. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას.

წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ ნებისმიერ დროს მოგვაწოდოთ ჩვენი შეხედულებისამებრ საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

პროდუქტისა და სერვისის აღწერები

ჩვენ ვცდილობთ, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისის ზუსტი აღწერილობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ აღწერილობები, ფერები, ზომები,  და სხვა დეტალები დაზღვეულია შეცდომებისგან.

გარდა ამისა, ფერები და სხვა დეტალები რომლებსაც თქვენ ხედავთ თქვენს კომპიუტერში შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტობრივი პროდუქტისგან. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი კომპიუტერი ზუსტად აჩვენებს ჩვენი პროდუქტის დეტალებსა და ფერებს.

ინფორმაცია ფასების შესახებ

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა, რომელშიც გამოვლინდება ფასის ცდომილება მაშინაც კი, თუ თქვენი შეკვეთა დადასტურებულია და ჩვენგან მიღებული გაქვთ მიწოდების ინსტრუქციები.

თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება შეკვეთის გაუქმების თაობაზე, ან მიიღოთ ინსტრუქციები ჩვენი მხრიდან.

საიტზე მოცემული ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს Klio-ს სხვა ფილიალების ფასებისგან.

შეკვეთის დადასტურება

შესყიდვის პროცესის დასასრულს თქვენ ეთანხმებით, რომ გადაიხადოთ შეკვეთილი პროდუქტის ღირებულება.

თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება გახდეს შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ჩვენი მხრიდან თქვენი შეკვეთის დადასტურებამდე ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის პროდუქტის შეზღუდული რაოდენობით არსებობისა და ფასებთან დაკავშირებული უზუსტობების გამო, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები და ანგარიშის ბოროტად გამოყენების საკითხი.

პროდუქტის დაბრუნება გაცვლა და გარანტიები

პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა ხდება მხოლოდ რაიმე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.

აქციების/ფასდაკლებების დროს შეძენილი პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება არ ხდება, როგორც ონლაინ ასევე პროდუქციის ფილიალში შეძენისას.

პროდუქტი აუცილებლად მოწმდება შეფუთვამდე, მაგრამ, გთხოვთ, მიღებული პროდუქტი შეამოწმოთ დაუყოვნებლივ. თუ პროდუქტის ქარხნული წუნი აღმოჩენილი იქნება  ჩაბარების შემდეგ, მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას პროდუქტის ჩაბარებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს მაღაზიას უხმარ მდგომარეობაში, ყველა ნაწილით და დეტალით, აქსესუარებით და თავისივე შეფუთვით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მივიღებთ მას.

გთხოვთ, რეგურალურად გაეცანით საიტზე მოცემულ ინფორმაციას პროდუქტის დაბრუნებისა და გარანტიების თაობაზე.

დამატებითი პირობები

შეკვეთის განსახორცილებელად საჭიროა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.klio.ge აუცილებელია, ყველა სავალდებულო ინფორმაციის სწორად დარეგისტრირება. წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

პროდუქტის შესაძენად თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ის გადახდის მეთოდი გამოიყენოთ, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე.

საიტის გამოყენების წესებსა და პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მათ.

მიწოდების პირობები

ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია Onway. მიტანის სერვისი ხორციელდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩაბარების ვადები

თბილისი

სტანდარტული მიწოდება (1-4 სამუშაო დღე)

საქართველო

სტანდარტული მიწოდება (1-5 სამუშაო დღე)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩაბარების ვადები მოცემულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სამუშაო დღეებში 15:00 საათამდე, ხოლო შაბათს 12:00 საათამდე შეიძენთ პროდუქტს. კვირას ან სახელმწიფო დასვენების დღეებში შეძენის შემთხვევაში, პროდუქტის ტრანსპორტირება დაიწყება ორშაბათს ან შესაბამისად მომდევნო სამუშაო დღეს.

გთხოვთ, ნებისმიერი შენიშვნა მიწოდების თარიღთან, შეფუთვასთან ან სხვა დეტალებტან დაკავშირებით აუცილებლად ჩაწეროთ კომენტარის ველში.

კონფიდენციალურობა

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ მთელი სერიოზულობით დავიცავთ ყველა კლიენტის კონფიდენციალურობას, შევინარჩუნებთ კლიენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ, გამოვიყენოთ და შევინახოთ კლიენტის ინფორმაცია მხოლოდ სათანადო მიზნებისათვის.

ჩვენ მიერ კლიენტის ინფორმაციის შეგროვება გამოყენება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე რაც ჩვენი აზრით აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის. ჩვენი საქმიანობის წარმართვისათვის, რისკების მართვისთვის, ჩვენი პროდუქტის გაყიდვისათვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნის შესრულებისთვის. ჩვენ ვიღებთ 2 ტიპის ინფორმაციას თქვენი მხრიდან: პირველი, ინფორმაცია რომელიც წარმოდგენილია თქვენი მხრიდან და მეორე, ინფორმაცია რომელიც მიღებულია ტექნოლოგიების მეშვეობით.

1.       ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია თქვენი მხრიდან:

ჩვენ თქვენი მხრიდან შეიძლება მივიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: თქვენი სახელი და გვარი, იურდიული მისამართი, ტრანსპორტირების მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საბანკო ბარათის ნომერი და ინფორმაცია შეკვეთის დეტალების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტის პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების დროს:

•          ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს.

•          შეკვეთის გაკეთების დროს.

•          პროდუქტის შეფასების დროს.

•          ჩვენი სოციალური მედიის გვერდების გამოყენებისას.

ჩვენ შეიძლება მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, რომლებსაც უგზავნით საჩუქარს ან სასაჩუქრე ბარათს.

2.       ტექნოლოგიებით მიღებული ინფორმაცია:

თქვენი ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტისას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა დროს ატარებთ ჩვენს ვებ გვერდზე, რა სახის პროდუქტები გაინტერესებთ, თქვენი IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი და ვერსია. ამ ტიპის ინფორმაცია არის ანონიმური და არ იძლევა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას. თუმცა, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გახდეს არა ანონიმური, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ინფორმაცია თქვენს პირად მონაცემებთან ერთად გვაძლევს თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას.

ჩვენ შეიძლება განვათავსოთ cookies თქვენს სისტემაში. Cookies ეს არის ფაილი, რომელიც იგზავნება თქვენს ბრაუზერში ვებ სერვერზე და აღრიცხვის მიზნით ინახება თქვენს კომპიუტერში. ზოგადად, ეს  ინტერნეტის გამოყენებას უფრო ხელსაყრელს ხდის, რადგან ინახავს ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ კონკრეტულ სისტემაში. ეს გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და სავაჭრო გამოცდილება.

კონფიდენციალურობის უფლებები

ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ კლიენტების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გადავცეთ ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოებს და სამართალდამცავ პირებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ ხელშეკრულებებს პარტნიორ კომპანიებთან, რომლებიც სხვადასხვა სერვისს გვაწვდიან ჩვენ და ჩვენს მომხმარებლებს. შესაბამისად, პარტნიორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ გარკვეული სახის ინფორმაცია ჩვენი კლიენტების შესახებ, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით.

გაითვალისწინეთ: ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს საბანკო მონაცემებზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა აღნიშნული ტიპის ინფორმაციასთან. მსგავსი პრობლემის ან პრეტენზიის შემთხვევაში მიმართეთ თიბისი ბანკის ადმინისტრაციას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი საიტის საბანკო გადარიცხვების მომსახურეობაზე.

საბანკო პირობები

გადახდის პირობები

გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული და უცხოური საბანკო ბარათების საშუალებით ბარათით გადახდა ხორციელდება უსაფრთხო გადახდების სისტემით. ჩვენთან თქვენი პირადი მონაცემები და კონფიდენციალურობა დაცულია.

სასურველი პროდუქტის ბარათით შეძენისას, პროდუქტის ღირებულება ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან.

გადასახადები და ფასები

საიტზე განთავსებული ყველა პროდუქტის ღირებულება მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

This site is registered on wpml.org as a development site.