პოეტი და პროზაიკოსი ოფეიგურ სიგურდსონი დაიბადა რეიკიავიკში, 1975 წლის 2 ნოემბერს. დაამთავრა ისლანდიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის დიპლომით. დაიცვა დისერტაციის თემაზე „ტაბუ და დანაშაული ჟორჟ ბატაის შემოქმედებაში“. მწერლის პოეტური დებიუტი „ზამთრის სიბნელის გულშემატკივრები“ 2001 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო კრიტიკოსთა ყურადღება. გამოქვეყნებული აქვს ექვსი პოეტური კრებული და ხუთი რომანი.
ოფეიგურ სიგურდსონი სათავეში უდგას ახალგაზრდა ისლანდიელ შემოქმედთა პოეტური მოძრაობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ცდილობენ, ისლანდიური პოეზიის ფორმა შეცვალონ.
2011 წელს მწერლის რომანმა „იუონი“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.
„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“
„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...