„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვი­ლებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში, განსაცდელიც მოყვება — ოჯახის მყიფე წონასწორობა ირღვევა. რომანი შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. და­საწყისში სადა და უბრალო თხრობის სტილი სინამდვილეში საკმაოდ ორაზროვა­ნია…

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მწერალთან, რომელშიც ის გულახდილად გვიზიარებს თავის მოსაზრებებს მწერლობასა და ლიტერატურაზე.

– წერა საკმაოდ ადრე დაიწყეთ – როგორც ვიცით, ლიტერატურულ კონკურსზე პირველი გამარჯვება 17 წლისამ მოიპოვეთ. გთხოვთ, გაიხსენოთ თქვენი პირველი ნაბიჯები მწერლობაში.

– სპეციალურად არასოდეს მისწავლია „ვყოფილიყავი მწერალი“. უბრალოდ, ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს ვკითხულობდი, თითქმის ყოველდღე. მე უნდა მცოდნოდა, რომ სახლში სულ მელოდა გადაშლილი წიგნი. რვა წლიდან დავიწყე წერა და ეს ჩემთვის იყო საინტერესო, სუნთქვის შემკვრელი თამაში. ბავშვები ხომ თამაშობენ ბურთით, ათასნაირი სათამაშოებით? მე კი ხელში ავიღე კალამი და სქელ წიგნაკში (ახლაც მახსოვს მაგარი წითელი ყდა ჰქონდა) დავიწყე წერა, ვქმნიდი წარმოსახულ სამყაროს. იქ თავს აბსოლუტურად თავისუფლად ვგრძნობდი და ამ შეგრძნებისაგან თავბრუ მეხვეოდა. ჰოდა დროთა განმავლობაში გაჩნდა პირველი  მოთხრობები. Aconselhamo-lo a experimentar o novo casino online e obter uma sensação inesquecível de ganhar graças aos nossos bónus!

– ვინ არის თქვენი ნაწერის პირველი შემფასებელი? ვის აზრს ენდობით და ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?

– ასეთი ადამიანი არ მყავს.  ასე ბრმად არავის ვენდობი, საკუთარ თავსაც კი… ისე კი ჩემი   ნაწარმოებების პირველი მკითხველი ჩემი მეუღლეა. მე მისგან არც შეფასებას  ველი და არც რჩევებს. ჩემთვის საკმარისია მხოლოდ სახეზე შევხედო, როცა კითხულობს და მერეც, როცა კითხვას დაამთავრებს ხოლმე. მაშინვე ვხვდები: გამომივიდა თუ არა.

– 2009 წელს დაჯილდოვდით ევროკავშირის ლიტერატურის პრიზით; რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ გამარჯვებამ? რა იქნებოდა და როგორ განვითარდებოდა თქვენი კარიერა, რომ არა ეს პრიზი? 

– რა დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი! დამავიწყდა კიდეც. კარიერა? მე არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა. წერა ჩემთვის ცხოვრების წესია, როგორც სუნთქვა და სიარული. მე ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებდი და იმას, რომ რომანმა „სულჩადგმული მარმარილო“ ევროკავშირის პრემია  დაიმსახურა და ამიტომ ითარგმნა მრავალ ენაზე, არანაირად არ შეუცვლია ჩემი ყოველდღიურობა.  არასოდეს გამომიმუშავებია ნორმალური თანხა წიგნებით.   როგორც ყოველთვის, ახლაც ძლივს გვწვდება ფული. ჩემს ბავშვებს არასოდეს დაუსვენიათ ევროპაში, როგორც ახლაა მიღებული ლიეტუვაში. მე რომ  ამაყი ვყოფილიყავი, უნდა მეტრაბახა და მეამაყა მიღებული პრიზებით (სხვათა შორის, ზოგიერთი ლიეტუვაში მიღებული პრიზი ჩემთვის უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის ეს პრემია). მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მშობლებმა მასწავლეს, ყოველთვის ვყოფილიყავი მოკრძალებული და  უბრალო.

– „სულჩადგმული მარმარილო“ – ქართველმა მკითხველმა სწორედ ამ წიგნით გაგიცნოთ. გსმენიათ თუ არა საქართველოს შესახებ?

– რა თქმა უნდა, ნამყოფი ვარ საქართველოში. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. მაშინ ზოგიერთი თქვენი მწერალიც გავიცანი. მე მიყვარს და მიზიდავს საქართველო.  გამოგიტყდებით, მოგზაურობა დიდად არ მხიბლავს. თუმცა საქართველო ერთ-ერთია იმ  ქვეყნების მცირე ჩამონათვალიდან, სადაც სიამოვნებით  ვისურვებდი მოგზაურობას…

– ლიეტუვაც და საქართველოც პოსტსაბჭოური ქვეყნებია. საბჭოთა ეპოქამ უამრავი პრობლემა დაგვიტოვა. როგორ ფიქრობთ, რომელია მათგან უმთავრესი და, თქვენი აზრით, რა აქვს საერთო ლიეტუვასა და საქართველოს?

– ამის შესახებ ბევრს საუბრობდნენ და  წერდნენ ლიეტუვაში. ახალგაზრდებს უკვე  არაფერი აკავშირებს საბჭოთა ეპოქასთან. თუმცა აკადემიურ ახალგაზრდათა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც გულწრფელად აინტერესებთ საბჭოეთი, როგორც რაღაც ეგზოტიკური სისტემა. ისინი იმ დროს კი არ მისტირიან, უბრალოდ  აინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები. სამწუხაროდ, ეს ხალხი არც ეჭვობს, რომ საბჭოური სული დღესაც კი ირიბად ზემოქმედებს მათზე. მათი მშობლები ხომ საბჭოეთში გაიზარდნენ, იმ დროს, როცა ბევრი რამ აკლდათ, ხოლო ტყუილი ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო.  შეიცვალა  წესრიგი და გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, ეს ადამიანები, რომლებიც საბჭოეთის უღიმღამობაში გაიზარდნენ, თავით გადაეშვნენ უკიდურეს მატერიალიზმში. მათ მიზანია, გამოიმუშაონ რაც შეიძლება მეტი ფული, შეიძინონ რაც შეიძლება მეტი ნივთი, მოიარონ მსოფლიო, რომელიც აქამდე  მათთვის დახურული იყო. სწორედაც გადამეტებული მატერიალისტური სულისკვეთებით აღზარდეს მათ თავიანთი შვილები, ახლანდელი ახალგაზრდები. ეცადნენ, მიეცათ მათთვის ის, რაც თვითონ აკლდათ ბავშვობაში. შედეგად,  ჩვენ მივიღეთ საზოგადოება „დაუნდობელი მშრომელებისა“, სადაც ბავშვები მატერიალურად უზრუნველყოფილი არიან, მაგრამ მშობლების ყურადღება სწყურიათ და უფრო და უფრო ეფლობიან დეპრესიაში. ყველაზე დიდი ვნება, რაც საბჭოეთმა მოიტანა, ჩემი აზრით, იყო   უფლის რწმენის დაკარგვა. გამოაცალეთ ადამიანს ეს საფუძველი და ის მკვლელად იქცევა.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ლიეტუვაში წიგნის მაღაზიის თაროებზე მომრავლდა კომერციული წიგნები, რომელთა ლიტერატურული ღირებულება საეჭვოა, თუმცა პოპულარობა დიდია. ეს მთელი ევროპის პრობლემაა. თქვენი აზრით, რა აყალიბებს მკითხველის გემოვნებას?

– საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით დასასრულისკენ, ჩვენ მართლა გვყავდა ძალიან ნიჭიერი, გენიალური ავტორები. ესენი იყვნენ: სიგიტას გედა, მარცელიუს მარტინაიტისი, იუდიტა ვაიჩიუნაიტე, ნიიოლე მილიაუსკაიტე, რომუალდას გრანაუსკასი, იუოზას აპუტისი, ბრონიუს რადძიავიჩუსი, იურგის კუნჩინასი, ბიტე ვილიმაიტე, რიჩარდას გავიალისი ანდა ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც იყო იურგა ივანაუსკაიტე… ჩამოვთვალე მხოლოდ ის მწერლები, რომელთა სახელებიც ამ წუთას გამახსენდა, სია ბევრად მეტია. ჩვენს დროში, როცა წერს ყველა, ვისაც არ ეზარება (მათ შორის არიან ერთდღიანი ტელევარსკვლავები), ნამდვილად ღირებული წიგნები  სულ უფრო და უფრო ნაკლებად იწერება. პარადოქსია – წიგნის მაღაზიები გადავსებულია  წიგნებით თანაც ისე, რომ, პანიკა გიპყრობს კაცს, წასაკითხი კი არაფერია……ყოველი შემთხვევისათვის  მე სულ უფრო და უფრო ნაკლებ  ვპოულობ  წიგნებს, რომლებიც გულზე მომხვდება ან  ამიმაღლებს ინტელექტს. ასე რომ თავისუფლებამ, რომელშიც ვცხოვრობთ,   ფაქტობრივად მოქმედებს როგორც ჭაობი: გვითრევს და გვწოვს ცხოვრებას; ყველაფერი გვაქვს, მაგრამ არაფერი არ გვინდა…ასე რომ თანამედროვე ლიეტუვური ლიტერატურა მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს. და თუ მაინც ვკითხულობ ლიეტუვურ ლიტერატურას, ისევ იმ ძველ კლასიკოსებს. მათ ტექსტებში მე ვპოულობ ეგზისტენციალურ სიღრმეებს, ფხიზელ ყურადღებას სინამდვილისადმი, ადამიანის სულიერების შეცნობის გზებსა და რაც მთავარია,   ენის  გრძნობას, რაც თანამედროვე ავტორებმა მთლიანად დაკარგეს.

– საბედნიეროდ, ლიეტუვაში, ისე როგორც საქართველოში, აღარ არსებობს პოლიტიკური ცენზურა. თუმცა, ყველა მწერალს თავისი შინაგანი ცენზორი ჰყავს: არსებობს თქვენთვის რაიმე აკრძალვები ლიტერატურაში?

– არა, უბრალოდ არის რაღაც, რაც მე არ მაინტერესებს: ტელევიზია, სოციალური ქსელები, ზეპირმეტყველება, პოპ-კულტურა. ალბათ ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. რაც მთავარია, ლიეტუვა  ნამდვილად არ განიცდის  საინტერესო შემოქმედთა სიმცირეს, თანაც ყველა მიმართულებით, რომლებიც ქმნიან ანდერგრაუნდში. სულ ცოტა ხნის წინ  სპეციალურ მუსიკალურ გადაცემაში მოვისმინე, რომ ერთ-ერთ ჯგუფს ჩაუწერია და გამოუშვია ახალი ალბომი, ოღოდ კასეტებზე. ძველი, მაღალი ხარისხის კასეტებზე, რომელთა მოსასმენად საჭიროა ასევე ძველი კარგი მაგნიტოფონი. რატომ მოიქცნენ ასე? იმიტომ,  რომ  მიუფურთხებიათ რეკლამისათვის. მგონია, რომ ამ გზით მათ  გამოხატეს თავიანთი პოზიცია   მომხმარებლობის მიმართ. მე ამდაგვარი შემოქმედები შთამაგონებენ და მიმტკიცებენ რწმენას, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ჯერ კიდევ  არ იყიდება.

– „სულჩადგმული მარმარილო“ ოჯახის ტრაგიკული, პოეტური ისტორიაა, რომელშიც ყველაფერია: სიყვარული, ღალატი, შვილად აყვანის წარუმატებელი მცდელობა, ალკოჰოლიზმი, ძალადობა, მკვლელობა, პიროვნების შინაგანი კონფლიქტი… ამ პრობლემებიდან რომელია ყველაზე მტკივნეული თანამედროვე ლიეტუვისთვის?

– ვფიქრობ, ეს დრამა თვისებრივია არა მხოლოდ ლიეტუვისათვის, არამედ  ზოგადად ადამიანებისთვის. საკმარისია თვალი მიადევნოთ   სამყაროს, თუნდაც ე. წ. ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, სადაც ხდება უფრო დახვეწილი დანაშაულები. ლიეტუვა ამ მხრივ არაფრით არ გამოირჩევა. ბოლო წლების სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ცხოვრების პირობები ბევრად გაუმჯობესდა და დანაშაულმაც საგრძნობლად იკლო.

– წიგნის მთავარი გმირი – იზაბელი – მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, იშვილოს უდედმამო ბავშვი, თუმცა ვერ უმკლავდება იმ სირთულეებს, რომლებიც ოჯახში ახალი წევრის შემოსვლას მოჰყვება. რა არის მისი უმთავრესი პრობლემა?

– ვერ გეტყვით. მე ინტუიტურად ვწერ, სპონტანურად. სინამდვილეში ჩემი პერსონაჟები ჩემთვისაც საიდუმლოებით მოცული, ამოუხსნელი არიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ მკითხველი თვითონ მეტყოდა, რაზეა ჩემი წიგნები.

– თქვენი რომანის მიხედვით 2018 წელს ფილმიც გადაიღეს. რას ფიქრობთ ამ ფილმზე? რამდენად შეინარჩუნა კინოადაპტაციამ ის სათქმელი, რაც ლიტერატურულ ვერსიაში იყო?

– რეჟისორმა  გიედრე ბეინორიუტემ შეძლო შეენარჩუნებინა წიგნის ატმოსფერო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომწონს მსახიობთა ნამუშევარი. ერთადერთი რამაც“ გული დამწყვიტა“  იყო მელია ფილმის ფინალში. ის წრიალებს გამოკეტილ ვოლიერში, რაც  უიმედობის განცდას აღძრავს, რადგანაც  ციხის შთაბეჭდილებას ტოვებს. წიგნში კი პირიქითაა: მე იზაბელე დავტოვე თავისუფლების ზღურბლზე, იქით მივაბრუნე,  იქითკენ ვუბიძგე… მან მოლოდ ნაბიჯი უნდა გადადგას.

ასევე იხილეთ

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ...

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის - „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” - ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში...

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

სულ ახლახანს პროექტის „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა“ კიდევ ერთი ახალი გამოცემა - თანამედროვე ისლანდიელი მწერლის, ოფეიგურ სიგურდსნობის „იუონის წიგნი“ შეემატა. წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ თანამშრომლობის ფარგლებში. პოეტი და...

This site is registered on wpml.org as a development site.