მწერლის შესახებ

ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე დაიბადა 1976 წელს ვილნიუსში. სწავლობდა ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სატელევიზიო რეჟისურის სპეციალობით, მაგრამ მალევე მიატოვა და სწავლა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში.
მისი პირველი რომანი „სულჩადგმული მარმარილო“ გამოიცა 2006 წელს. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 2018 წლის გაზაფხულზე და წარდგენილი იყო მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია სლოვენურ, უნგრულ, იტალიურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. არის თერთმეტი წიგნის ავტორი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.
2009 წელს მისმა რომანმა „სულჩადგმული მარმარილო“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

ასევე იხილეთ

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვი­ლებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ...

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის - „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” - ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში...

This site is registered on wpml.org as a development site.