XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის, ტრადიციული ბანდიტიზმის ნიადაგზე აღმოცენდა განგსტერული კულტურა, რომელმაც მთელი სიცილია მოიცვა. ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მაფიას, მყისიერად და დაუნდობლად უსწორდებოდნენ, რამაც მაფიის მიმართ საყოველთაო შიში წარმოშვა. შედეგად, მაფიის წევრები კანონისთვის ხელშეუხებელნი გახდნენ და იმასაც მიაღწიეს, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკოსები აერჩიათ. ხელისუფლებასთან მაფიის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც მან ეკლესიასთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა. მაფიის გავლენა მალე გასცდა იტალიისა და სიცილიის ფარგლებს და XX საუკუნის დასაწყისში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ათასობით წევრი, მეტწილად არალეგალურად, შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა. მალე მაფიის საცეცები ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს მოედო. „მაფიის ისტორია“ წარმოადგენს ვრცელ და ამაღელვებელ ამბავს, რომელიც გაჟღენთილია სისხლით და აღსავსეა მუხანათობით. თუმცა მაფიოზები მკაცრად იცავენ „ღირსების კოდექსს“, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზად არიან, ზურგში დანა ჩასცენ ნებისმიერს, ვინც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობებათ. ისინი არიან დაუნდობელი ბიზნესმენები, რომლებიც კონკურენტებს მკვლელობით იცილებენ. „მაფიის ისტორიის“ ფურცლებზე გაეცნობით შემაძრწუნებელ პერსონაჟებს, ექსტრაორდინარულ ადამიანებს რომლებიც ექსტრაორდინარულ ხანაში ცხოვრობდნენ. „მაფიის ისტორია“ ამ ადამიანების ცხოვრების ამბავს გადმოგვცემს, მათი ოჯახების, კოდექსის, დანაშაულებისა და მკვლელობების შესახებ მოგვითხრობს.