ადგილზე მიწოდების სერვისის შესახებ

გვინდა გაცნობოთ, რომ გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა და თქვენი საჭიროებები და უკვე შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში წიგნები ადგილზე ფოსტის საშუალებით მოგაწოდოთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში წიგნის ღირებულებას დაემატება საფოსტო მომსახურების საფასური, რომელიც განსხვავებულია რეგიონების მიხედვით და შეადგენს: თბილისში 5 ლარს, ხოლო რეგიონებში 8-დან 10 ლარამდე.

პირობები:
1. მოიძიეთ თქვენთვის სასურველი წიგნი
ჩვენს ვებ-გვერდზე www.klio.ge განთავსებულია საჭირო ინფორმაცია თითოეული ჩვენი გამოცემის შესახებ, ასევე ფასი და მითითებულია, გვაქვს თუ არა ის მარაგში. შეგიძლიათ იქ გადაამოწმოთ. თუკი ვერ იპოვით, მოგვწერეთ #ელფოსტაზე book@klio.ge და/ან kliopublishing@gmail.com ან ფეისბუქზე ან დაგვირეკეთ 032.234.04.30 ან 593.39.88.99 და აუცილებლად დაგეხმარებით.

2. გზავნილის ღირებულებ
თბილისში მიწოდების ფასი 5 ლარია, ქვეყნის ზოგიერთ ცენტრალურ ქალაქში – 8 ლარი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 10 ლარი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაგიზუსტებთ წიგნის და მომსახურების საფასურს.

3. გადახდა
ამის შემდეგ თქვენ იხდით წიგნის და გზავნილის საფასურს მითითებულ რეკვიზიტებზე და გვიგზავნით გადახდის დამადასტურებელ ქვითარს ელფოსტის და/ან ფეისბუქის საშუალებით. ასევე გვწერთ თქვენს მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი – ვის სახელზეც უნდა გაიგზავნოს ამანათი.

ჩვენი რეკვიზიტები:
შპს „გამომცელობა კლიო“, ს/კ 202210393,
საბანკო ანგარიში: საქართველოს ბანკი GE16BG0000000117581400,
დანიშნულებაში უთითებთ „წიგნის ღირებულება“

4. გამოგზავნის დღეები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თბილისში წიგნების გამოგზავნა ხდება გადახდის ქვითრის მიღების მეორე დღეს, ხოლო რეგიონებში ყოველი კვირის ხუთშაბათს. ადგილზე მიწოდება უკიდურესი ვადაა შემდეგი კვირის დასაწყისი.

0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *