ამ მომართვის თემაა #გრიფირებულისახელმძღვანელოების გადაცემა #საჩუქრადმასწავლებლებისათვის და ეხება ჩვენს (#გამომცემლობაკლიოს) ახალგრიფირებულ წიგნებს:
🔻 მივიღებთ თუ არა წიგნებს საჩუქრად? 
🔰 ძალიან ბევრი მასწავლებელი მოგვმართავს და გვეკითხება ამის შესახებ. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ წელს, ისევე როგორც შარშან და წინა წლებში, #მასწავლებლის და #მოსწავლის წიგნები, ასევე მოსწავლის #რვეული (თუკი ის გრიფირებულია) თითოეულ მასწავლებელს, რომლის სკოლამაც აირჩია ჩვენი სახელმძღვანელოები, ჩვენ – #გამომცემლობაკლიო (და არა სამინისტრო ან რესურსცენტრები ან ვინმე სხვა) გადმოგცემთ საჩუქრად. აქცია ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებზე.

🔻 როდიდან იქნება შესაძლებელი ამ წიგნების მიღება? 
🔰 დაახლოებით #20აგვისტოდან (ინფორმაციას აქვე დავდებთ როგორც კი წიგნები დაიბეჭდება) 30 დეკემბრამდე პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ სკოლას არჩეული აქვს ჩვენი წიგნი, #სკოლიდან წარმოდგენილი #ცნობის საფუძველზე, თითოეული ამ საგნის პედაგოგს საჩუქრად გადმოგეცემათ ახალგრიფირებული მე-8 კლასის შესაბამისი საგნის #მოსწავლის და #მასწავლებლის სახელმძღვანელოები.

🔻 სხვა კლასების სახელმძღვანელოებსაც გვაჩუქებთ? 
🔰 #აქცია მოქმედია მითითებულ პერიოდში #გრიფირების პირველ წელს. შემდგომ წლებში წიგნებს პედაგოგები, თუკი გამომცემლობაში მობრძანდებით, საბაზრო ფასის ნახევარ ფასად შეიძენთ.

🔻 ხომ არ შეიცვლება თქვენი დაპირება სექტემბერში და ხომ არ მოგვიწევს წიგნების შეძენა? 
🔰 ბევრი თქვენგანი გვწერს, რომ ზოგიერთი სხვა გამომცემლობაც დაჰპირდა წიგნის ჩუქებას არჩევანის გაკეთებისას, მაგრამ როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში წიგნების ასაღებად მივიდნენ, წიგნები მათ შეაძენინეს.
სამწუხაროდ, სხვა გამომცემლობების მაგივრად პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ჩვენი #დაპირება არ შეიცვლება. იმედია, წინა წლების გამოცდილებით ამაში დარწმუნებულები ხართ.

🔻 როგორ და სად შეგვიძლია პედაგოგებს ნაჩუქარი წიგნების აღება? 
🔰 სკოლების ბაზა, რომლებმაც ჩვენი სახელმძღვანელოები აირჩიეს, ჩვენ გვაქვს. ამიტომ იმისათვის, რომ წიგნები საჩუქრად გადმოგეცეთ, უნდა მოხვიდეთ გამომცემლობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 181, გერმანიის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს) და მოიტანოთ თქვენი სკოლის დირექტორის მიერ #ხელმოწერილი ცნობა, რომ თქვენ ნამდვილად ასწავლით ამ სკოლაში კონკრეტულ საგანს მე-8 კლასში.

ცნობა შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ მეილზეც kliopublishing@gmail.com, ხოლო წიგნების წასაღებად ვინმე თქვენი ახლობელი მოვიდეს. სამწუხაროდ წიგნებს თქვენი რაიონის #რესურცენტრში ვერ გამოგიგზავნით. მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.

🔻თქვენ წიგნს ვირჩევ და სკოლაში სხვა მოდის… 
🔰 სამწუხაროდ, ხშირად მოგვდის ასეთი კომენტარიც. ასეთ შემთხვევაში გამომცემლობას უფლებამოსილება არ აქვს. საკითხი თქვენს #რესურსცენტრთან ან უფრო მაღლა, #განათლების სამინისტროში უნდა გაირკვეს. თუ პირადში მოგვწერთ, ჩვენც, რა თქმა უნდა, შევეცდებით ზომები მივიღოთ.

🔻 აქამდე, სხვა კლასებში, სხვა ავტორით ვასწავლიდით, თუმცა თქვენი წიგნი მოგვწონს და გვინდა ავირჩიოთ. #შეგვიძლია თუ არა წელს სახელმძღვანელო #შევცვალოთ
🔰 დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. გრიფირების პირველ წელს #არჩევანში სრულიად #თავისუფალი ხართ.

თუ კიდევ გაქვთ შეკითხვა მზად ვართ გიპასუხოთ‼️
შეკითხვა შეგიძლიათ #კომენტარებში დასვათ ან მოგვწეროთ #პირადში.

მადლობა ყურადღებისთვის❗️

🔺️🔻