2021 წელს „კლიომ“ გამოსცა როლანდ თოფჩიშვილის „საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორია“, რომელშიც 1200-ზე მეტი გვარის ჩამონათვალი და ისტორიაა გადმოცემული.
ქართველ კაცს ყოველთვის აინტერესებდა როგორც საკუთარი, ისე სხვათა გვარების ისტორია. ოჯახის შექმნისას, უპირველეს ყოვლისა, სასიძოს ან საპატარძლოს გვარსახელს კითხულობდნენ. გვარს მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია ჰქონდა და დიდი ნათესაური გაერთიანების აღმნიშვნელი იყო.
თითოეული გვარის ისტორია საქართველოს ისტორიის პატარა ნაწილია და მისი საშუალებით არა მხოლოდ ამა თუ იმ გვარის ისტორიას ვეცნობით, არამედ საქართველოს სოციალური ისტორიის მთელ რიგ საკითხებს ვარკვევთ.

ვფიქრობთ, გამოცემა საინტერესო იქნება როგორც მეცნიერ-მკვლევრებისთვის, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის.

This site is registered on wpml.org as a development site.