გამომცემლობა „კლიო“ აცხადებს ესეების კონკურსს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 15-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას.

პროექტის შესახებ

2020 წლიდან გამომცემლობა „კლიო“ ევროკავშირის პროგრამის –  „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში თანამედროვე ევროპელი მწერლების 6 რომანი ითარგმნა (პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

ეს წიგნები ევროპული ლიტერატურის აწმყოს ანარეკლია. შესაბამისად, მათში გააზრებულია ის თემები და პრობლემები, რომლებიც დღეს მთელი ევროპისთვის აქტუალურია: კულტურული ტრადიციები, ოჯახური კავშირების მნიშვნელობა, სიკვდილთან ბრძოლის სირთულეები, საკუთარი თავისა და ადგილის ძიება…

ვფიქრობთ, ეს საკითხები აქტუალურია ჩვენი საზოგადოებასთვისაც, ამიტომ ჩვენი კონკურსის თემატიკაც პროექტის ფარგლებში თარგმნილმა წიგნებმა განსაზღვრა.

კონკურსის პირობები

მონაწილეებს შეუძლიათ შეარჩიონ მითითებულიდან ერთ-ერთი, მათთვის საინტერესო თემა და დაწერონ ამ თემის შესაბამისი ესე.

მიღების ვადის დასრულების შემდეგ ნაშრომებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, რომელიც თითოეულ კატეგორიაში გამოავლენს ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომის ავტორებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრიზები 100-დან 300 ლარამდე.

კონკურსის თემატიკა:

  1. მოგზაურობა, როგორც საკუთარი თავის ძიება
  2. ენა და იდენტობა
  3. ტოლერანტობის პარადოქსი
  4. ბუნებრივი კატაკლიზმები და კაცის ბედი

ნაშრომის გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა — A4;
  • შრიფტი — უნიკოდი (Sylfaen), ზომა – 12;
  • ტექსტის რაოდენობა — 1 ან 2 გვერდი (დაახლ. 840 სიტყვა);
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე
საკონკურსო მასალას თან უნდა დაერთოს ავტორის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სასწავლო დაწესებულება. ასევე გთხოვთ ნაშრომს, ორიგინალ სათაურთან ერთად, თემატიკის სათაურიც მიუთითოთ. 
ნაშრომის გამოგზავნის შემდეგ ასევე სავალდებულოა რეგისტრაციის ფორმის შევსება — იხ. ბმული).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების არასრულყოფილად მოწოდების შემთხვევაში ნაშრომი დახარვეზდება და კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გთხოვთ ნამუშევარი ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word-ის ფაილი – *.doc ფორმატი) გამოგზავნოთ ელფოსტაზე kliobooksproject@gmail.com, ან book@klio.ge, ხოლო გამოგზავნისას თემაში მიუთითოთ „კონკურსი“.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11-12 კლასის მოსწავლეებს, ასევე უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების სტუდენტებს, ან საქართველოში მცხოვრებ 15-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდას.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

• რამდენად პასუხობს მოცემულ თემატიკას;
• რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია;
• რამდენად გამართულია ენობრივად და სტილისტიკურად.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 5 ნოემბერი;
  • ნაშრომების მიღება: 2021 წლის 5-დან 30 ნოემბრის ჩათვლით;
  • გამარჯვებულების გამოვლენა: 2021 წლის 20 დეკემბერი;

გისურვებთ წარმატებებს!

თუკი კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ელფოსტაზე: kliobooksproject@gmail.com ან book@klio.ge,

ტელეფონის ნომრებზე: 593.39.88.99 ან 551.08.90.60

ან მესენჯერში https://www.facebook.com/kliopublishing

This site is registered on wpml.org as a development site.