ემი ლიპტროტი ახალგაზრდა ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალია. მან არაერთი პროფესია გამოიცვალა — მუშაობდა მენატურედ, ანიმატორად, მოლუსკების ფაბრიკაში… პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასა და ბლოგთან, მათ შორის — Guardian-სა და Observer-თან, სადაც სტატიებს აქვეყნებდა; მიჰყავდა რუბრიკა ჟურნალში Caught by the River, რომლის მასალებიც შემდგომ ამ წიგნის საფუძვლად იქცა.
„ღამის შუქურებმა“ გამოცემისთანავე მიიპყრო ყურადღება და Guardian-ის საუკეთესო წიგნების ნუსხასა და Sunday Times-ის წლის ბესტსელერების ათეულში მოხვდა. ასევე მიენიჭა Wainwright Prize — ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ბუნებასა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ამსახველი საუკეთესო ნაწარმოებისთვის და PEN Ackerley Prize — ინგლისის პენ-კლუბის ყოველწლიური პრემია ავტობიოგრაფიული ლიტერატურისთვის.
„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“
„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...