„ღამის შუქურები“ ახალგაზრდა ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის, ემი ლიპტროტის ლიტერატურული დებიუტია. ეს არის გულწრფელი მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე: მწერალი გვიყვება, როგორ წავიდა ლონდონში კარიერის შესაქმნელად და სიყვარულთან შესახვედრად. თავდაპირველად ყველაფერი მეტად სახალისო იყო, მაგრამ მალე ალკოჰოლს მიეძალა, დაშორდა შეყვარებულს, დაკარგა სამსახური, ბინა, მისი გაუპატიურებაც კი სცადეს, სასმლით გაბრუებული ქუჩა-ქუჩა დაეხეტებოდა…
გადარჩენის ერთადერთი გზა შინ, ორკნის კუნძულების ფერმაში დაბრუნება იყო. იქ ადამიანი იმდენად მარტო რჩება ბუნებასთან, რომ შეუძლია ბუს ელაპარაკოს, ან გაშიშვლდეს და ისე ირბინოს ბროდგარის წრის გავარვარებულ ქვებს შორის, სადაც ოდესღაც ნეოლითის ეპოქის ხალხი რიტუალების ასრულებდა.
ლონდონის ხმაურიანი სამყაროდან, რომელშიც არც მას და არც მის პატარა ცხოვრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გმირი ბრუნდება ბუნების უკიდეგანო სამყაროში, სადაც ყველა მოვლენა დიდებული და მნიშვნელოვანია. აქ ის დილაობით გაყინულ ზღვაში ცურავს, ორკნის კუნძულების ველურ ბუნებას ახალი თვალით აკვირდება, გადაშენების გზაზე დამდგარი ფრინველების გადარჩენის საქმეში ებმება და ხელახლა აღმოაჩენს იმ ადგილებს, სადაც გაიზარდა; ღამღამობით კი ცაში „მხიარულ მოცეკვავეებს“ (ჩრდილოეთის ციალს) შესცქერის და ცხოვრების არსს უტრიალებს, რომლისთვისაც ხშირად კითხვის ნიშანი დაუსვამს…
თუმცა წარსულის დავიწყება იოლი არ არის — ზღვის ტალღების ხმა, კუნძულის კლდოვან ნაპირებს რომ ეხეთქება, მას ისევ ლონდონში აბრუნებს და გადატვირთული ქუჩების ხმაურს აგონებს, ზღვაზე არეკლილი მზის სხივები კი — ღამის კლუბების ნეონებს… მისი ორი სამყარო ერთმანეთზეა გადახლართული. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გაერკვეს, ეს ცხოვრების ორი უკიდურესობაა თუ რეალობასთან ურთიერთობის განსხვავებული გზები…
ამ წიგნმა მწერალს არაერთი გამარჯვება მოუტანა: მათგან უმთავრესია უეინრაიტის პრემია ბუნების შესახებ საუკეთესო წიგნისთვის (2016 წ.) და ინგლისის პენ-კლუბის მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემია ავტობიოგრაფიული რომანისთვის (2017 წ.).
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა გაგა ლომიძემ.
ჩვენი გულუხვი სპონსორის წყალობით, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი შემოქმედებითი გონების შედევრების ამაღელვებელ კოლექციას. განიცადე ინსპირაციული ნამუშევრების დიდი ასორტიმენტი და გახადე კრეატიულობა შენი ცხოვრების ნაწილად! ჩვენი სპონსორის ფასდაუდებელმა მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა კრეატიულობის აყვავებული პლატფორმა, რაც ყველას საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ ძლიერი ნაწყვეტები მსოფლიოს უდიდესი ნამუშევრებიდან. casinopaypal -ის მიერ შემოთავაზებული გადახდის სერვისით, ონლაინ კაზინოს მოთამაშეებს შეუძლიათ ისარგებლონ დაცვისა და კონფიდენციალურობის დამატებითი ფენით Slotogate-თან აზარტული თამაშების დროს. თანხები ირიცხება უშუალოდ მათ ანგარიშებზე ფინანსური ინფორმაციის გამოვლენის გარეშე; საკრედიტო ბარათის კავშირი ასევე იძლევა სწრაფი განაღდების საშუალებას. მთლიანობაში, ეს არის უსაფრთხო გადაწყვეტა მათთვის, ვინც ეძებს მოსახერხებელ სათამაშო გამოცდილებას გონების სიმშვიდით!