დაჩა მარაინი სახელგანთქმული იტალიელი შემოქმედია, რომლის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი; გახლავთ არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი; მინიჭებული აქვს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება; 2014 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
სამწერლო კარიერა ჩვიდმეტი წლის ასაკში დაიწყო. ოცდაექვსი წლისამ გამოაქვეყნა პირველი რომანი „არდადეგები“ (1962), 1990 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა — „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“ — მწერალს ნამდვილი აღიარება მოუტანა და მოგვიანებით, ფილმადაც იქცა.
დაჩა მარაინი სამოქალაქო აქტივისტიცაა, ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს.
„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“
„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...