კაროლინა შუთი 1976 წელს დაიბადა ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში. დაამთავრა გერმანული ფილოლოგიის, ასევე ანგლისტიკისა და ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტები. აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. სადოქტორო ნაშრომი ელიას კანეტის შესახებ დაიცვა. ასწავლიდა ფლორენციის უნივერსი­ტეტში, შემდეგ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ინსბრუკის ლიტერატურის სახლში. 2009-2013 წლებში იყო Brenner Forum-ის გამგეობის წევრი, ასევე Brenner-Archiv-ის მმართველი საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს არა­ერ­თი პუბლიკაცია ლიტერატურათმცოდნეობის თემაზე, ხელმძღვანელობს ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ინტერდისციპლინარულ პროექტებს, მუშაობს ნაფიც მსაჯულად, კითხულობს ლექციებს უახლეს ლიტერატურაზე.
2015 წელს მისმა რომანმა „ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

This site is registered on wpml.org as a development site.