წინასიტყვაობა

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ ახალგაზრდა ავსტრიელი მწერლის, კაროლინა შუთის მეორე რომანია. ეს არის ისტორია მოგონებებზე, დაკარგვასა და ხელახლა პოვნაზე…

მიყრუებული სოფელი ხეების ჩრდილში და დეიდა, რომელიც წარსულზე არ საუბრობს – ეს ის სამყაროა, რომელშიც მაია მოულოდნელად აღმოჩნდება. დედის ნაადრევი სიკვდილი პატარა გოგოსთვის ენის დაკარგვას ნიშნავს – მას არ ესმის დეიდასი, რომელიც დღეიდან მასზე იზრუნებს. სახლშიც ყველაფერი უცხო და უინტერესოა თავის თავში ჩაკეტილი, მარტოსული ობლისთვის. მხოლოდ მარეკი, მეზობლად მცხოვრები ტყვედყოფილი პოლონელი ახერხებს, რამდენიმე საათით უსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური არ უსწავლია, მარეკის სიტყვები — „Moje kochanie“ — მაიას შორეულ ბავშვობაში დაკარგულ მშობლიურ ენას აგონებს…

როგორც კი წამოიზრდება, მაია ტოვებს სოფელს და შორეულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ერთ დღეს კი პატარა შვილთან ერთად დედის სამშობლოში მიემგზავრება, რათა დაკარგული ფესვები მოძებნოს…

წიგნი გერმანულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ.