წინასიტყვაობა

თანამედროვე ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ეჭვქვეშ აყენებს იმ მიღებულ წესებსა და კანონებს, რომლებიც გვასწავლიან, თუ როგორი უნდა იყოს ლიტერატურაში თხრობის ფორმალური ბუნება.  წერის განსაკუთრებული სტილის წყალობით, რომელიც ადვილად ახდენს ადაპტაციას თითოეული მოთხრობის ფიზიკურ თუ წარმოსახვით ადგილებთან და იქ მცხოვრები ადამიანების მყიფე ინდივიდუალიზმთან, მწერალი თავის პერსონაჟებს მიუძღვება შიშის, ეჭვებისა და სურვილების უფსკრულებისკენ, რომლებიც ჩვენს თანამედროვე ყოფას ქმნიან.

თითოეული გმირი ელოდება და ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ მათ არ ძალუძთ რაიმე ეფექტური ქმედების განხორციელება. სულს კი ცვლილებები სჭირდება, რადგან სუფისტური მისტიკის თანახმად, უძრაობა უდრის ნელ სიკვდილს, რომელიც ყველგან დაგვყვება, იქნება ეს უკაცური შარაგზები, ცარიელი სადგომები თუ ტურისტების სავსე სასტუმროები. ეს არის რეალური უდაბნო, სადაც პერსონაჟებს თავს გადახდებათ ბედნიერი თუ უბედური ამბები (უმნიშვნელო ინციდენტი, ნუდისტურ პლიაჟზე გონების დაკარგვა, ავიაკატასტროფა, რომელიც არ მოხდა…), რომლებიც მათში იწვევს შთაგონებას, როგორც აფეთქებისას და სწორედ ესაა ადამიანის მარტოობის ნამდვილი სახე.

მოთხრობები ესპანურიდან თარგმნა რამაზ ხატიაშვილმა

ასევე იხილეთ

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„არასოდეს მიმაჩნდა, რომ მწერლობა კარიერაა“

„სულჩადგმული მარმარილო“ თანამედროვე ლიეტუველი მწერლის ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანია, რომელმაც 2009 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მასში აღწერილია იზაბელეს ამბავი, რომელიც რთული ხასიათის ბიჭს იშვი­ლებს. ახალი წევრის შემოსვლას ოჯახში,...

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„ზოგჯერ მწერალი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს“

„მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ესპანელი მწერლის კრისტიან კრუსატის მოთხრობების კრებულია, რომელმაც 2013 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. მასში ავტორი ჩვენს თანამედროვე ყოფას აღწერს, სადაც თითოეული გმირი ეძებს შთაგონების შესაძლებლობას, მაგრამ...

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ადამიანს ბანალური რაღაცეები სჭირდება ბედნიერებისთვის“

„ოდესღაც რბილ ბალახზე დავრბოდი თურმე“ პირველი წიგნია, რომელიც გამომცემლობა „კლიოს“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის - „გავიცნოთ ლიტერატურული ევროპა” - ფარგლებში ითარგმნა. რომანი ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, რომელიც წლებია საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში...

This site is registered on wpml.org as a development site.