კრისტიან კრუსატი დაიბადა 1983 წელს ესპანეთში, ქალაქ მარბელაში. ის პროფესიით ლიტერატურის თეორეტიკოსია (ლიტერატურის მაგისტრი, მადრიდის უნივერსიტეტი), აქვს ხარისხი გამოყენებით ლინგვისტიკაში, დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „შედარებითი ლიტერატურა“ ამსტერდამის უნივერსიტეტში. ცხოვრობდა საფრანგეთში, მაროკოში, ნიდერლანდებში… პერიოდულად სხვადასხვა ესპანურენოვან გამოცემაში აქვეყნებს თარგმანებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის შესახებ. ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში და უცხოელებს ესპანურ ენას ასწავლის. გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი.

2013 წელს მისმა მოთხრობების კრებულმა „მოგზაურობისა და უდაბნოს მოკლე თეორია“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

This site is registered on wpml.org as a development site.