კონკურსი პატარებისთვის და მოზარდების კრეატიულ ნაშრომებში გახლართული ჟიური

უკვე მეორე წელია გამომცემლობა „კლიო“ ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში თანამედროვე ევროპელი მწერლების 9 წიგნი ითარგმნა.

ცოტა ხნის წინ, პროგრამის ფარგლებში, გამომცემლობა “კლიომ” გამოაცხადა შემოქმედებითი კონკურსი „ავტორობანა“, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ჰქონდათ საშუალება, შეექმნათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ნამუშევრები. პროექტის მესვეურებმა ისიც დააანონსეს, რომ საუკეთესოebi დიპლომებს და სამახსოვრო საჩუქრებs მიიღებდნენ. თუმცა, ისეთი კონკურენცია შეიქმნა, რომ ჟიურის წევრების თხოვნით, ჯილდოებს კიდევ რამდენიმე ნომინაცია დაემატა…

ირმა ლიპარტელიანი, პროექტის მენეჯერი:

– პროექტის ფარგლებში თარგმნილ წიგნებში სამი საბავშვო გამოცემაა. ქართველი წარმოშობის ფრანგი მწერლის – ქეთევან დავრიშევის „ძაღლის ბედი“, „მძიმე წერილები“ და „ქურდი სანტა“, რომელიც ფრანგულიდან ქალბატონმა ცისანა ბიბილეიშვილმა შესანიშნავად თარგმნა. სწორედ ამ სამ საბავშვო გამოცემაზე აიგო კონკურსი „ავტორობანა“. ბავშვებს გავაცანით მოთხრობების დასაწყისი და შევთავაზეთ, გაგრძელების თავისი ვერსია მოეფიქრებინათ, რომელსაც კომიქსის ან ჩანახატის სახით მოგვაწვდიდნენ. ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა როგორც მონაწილეთა რაოდენობამ, ასევე ბავშვების ნამუშევრების დონემ – მონაწილეების კრეატიულმა და ორიგინალურმა იდეებმა, შესრულების ფორმების მრავალფეროვნებამ…

სამწუხაროდ, კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, 500-მდე მონაწილე საპრიზო ადგილზე ვერ გავიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსში მიღებული გამოცდილება ნებისმიერი მათგანისთვის ერთგვარი საფეხური გახდება შემდგომი წინსვლისა და წარმატებისკენ.

მინდა მივულოცო გამარჯვებულებს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს და ასევე ჟიურის წევრებს, რომლებმაც დღე და ღამე იშრომეს, რომ კონკურსის შედეგები დათქმულ დროს გამოგვეცხადებინა და მომლოდინე მონაწილეების იმედები არ გაგვეცრუებინა.

თამარ ნინიკაშვილი, ჟიურის წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი:

– „ავტორობანა“ – ასე ერქვა ბავშვთა შემოქმედებით კონკურსს, რომლის ჟიურის ერთ-ერთი წევრიც ვიყავი. ვიდრე ნამუშევრების შეფასებას შევუდგებოდით, სახელწოდებიდან გამომდინარე, სახალისო და თავშესაქცევ ამბავს ველოდი – საქმე ხომ პატარებთან გვქონდა. თუმცა, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: პირველი გაოცება შემოსულ ნაშრომთა სიმრავლემ გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეს თამაშით კი არა, მთელი სერიოზულობით მოჰკიდეს ხელი პატარებმა. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა პირველ ათ საკონკურსო ნაშრომს გავეცანი, მეორე ათმა უკვე სერიოზული საფიქრალი გამიჩინა. ათს ასი მოჰყვა, იმას კიდევ ასი და როცა მეგონა, – აი, ეს არის საუკეთესო-მეთქი, ახალი სიურპრიზი მელოდა. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ პატარების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ნაშრომები ჟანრობრივადაც მრავალფეროვანი იყო – ფანტასტიკური, მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, იუმორისტული, დეტექტიური…

საბოლოოდ, საპრიზო ადგილების მფლობელები მაინც გამორჩეულმა სიუჟეტმა (არადა, იმდენი იყო გამორჩეული), გამართულმა ნაწერმა და ორიგინალურმა დასასრულმა გამოავლინა. ასევე უპირატესობა მივანიჭეთ იმ ნაშრომებს, რომლებიც მოზარდი თაობისთვის პრობლემურ საკითხს ეხებოდა, გულწრფელობით გამოირჩეოდა და ყველაზე ორიგინალური ადრესატი ჰყავდა; გავითვალისწინეთ ასევე ბავშვების ასაკიც…

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო, წარმატებები ვუსურვო მომავალში!

P.S. კონკურსში გამარჯვებულთა სრულ სიას და ნაშრომებს, ასევე პროექტის სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გამომცემლობის ვებგვერდზე https://klio.ge/project-eu/.

ჟურნალი „გზა, #46, 2021

http://gza.kvirispalitra.ge/kveqana/9102-davuaxlovdet-literaturul-evropas-proekti-romelsac-aucileblad-unda-gaecno/

ასევე იხილეთ

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

„ისლანდია ჩემის ინსპირაციის უშრეტი წყაროა“

სულ ახლახანს პროექტის „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ კიდევ ერთი ახალი გამოცემა - თანამედროვე ისლანდიელი მწერლის, ოფეიგურ სიგურდსნობის „იუონის წიგნი“ შეემატა. წიგნი ითარგმნა და გამოიცა გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ თანამშრომლობის ფარგლებში. პოეტი...

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

„ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს…“

გამომცემლობა "კლიოს" პროექტი - "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას" მიზნად ისახავს ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, ერთ-ერთი გამორჩეულია "სულჩადგმული მარმარილო", რომლის ავტორი...

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

კლასიკურ საფუძველზე ამოზრდილი დიდი ლიტერატურა

„გოგონა და მესიზმრე კაცი“ – წიგნი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაზე ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებით ევროპის“ მხარდაჭერით გამომცემლობა „კლიო“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლის ფარგლებში, სხვა ნაწარმოებებს...

This site is registered on wpml.org as a development site.