გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია:2010-06-09 16:09:01
ლიტერატურის სოციოლოგია

ავტორები  პოლ არონი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  ალენ ვიალა, პარიზი III – ახალი სორბონის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი
გამომცემლობა puf
ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა

„კითხვის სოციოლოგია სცილდება ლიტერატურის ფარგლებს: კითხულობენ წიგნებს, კიდევ უფრო მეტად ჟურნალებს, გაზეთებს, რესტორნის ანგარიშებსა და საგადასახადო ფურცლებს. ათი ახალგაზრდა ფრანკოფონიდან ერთს ექმნება მარტივი ტექსტის გაგების პრობლემა. გაუნათლებლობა ყველაზე განვითარებულ საზოგადოებაშიც კი მარადიულ პრობლემად რჩება. წიგნისა თუ ინფორმაციის ახალი ტექნოლოგიების (ინტერნეტი) არათანაბრი ხელმისაწვდომობის პრობლემა დადასტურებული სოციალური ფაქტია. წიგნებს დიდი როლი ენიჭება აღზრდის საქმეში, იქნება ეს სკოლა თუ ოჯახი. ანუ კითხვა მოლოდინი და სურვილის გაზიარებაა. თუნდაც მარტო იყოს, მკითხველი არასოდეს არაა მარტო...“