გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-25 16:02:09
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, VI კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი VI, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 116
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-48-7
ფასი 8 ლარი

გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ


სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი სკოლის VI კლასისათვის. სახელმძღვანელო შედგება მოსწავლის წიგნისა და მასწავლებლის წიგნისაგან. კომპლექტში შედის დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის (გადმოსაწერად შეგიძლიათ იხ. ბმული).

მოსწავლის წიგნი შედგება 63 გაკვეთილისაგან. წიგნის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მასში, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მომატებულია თეორიული მასალის წილი. აქედან გამომდინარე, წიგნში არის სამი ტიპის გაკვეთილები:
1. თეორიული ხასიათის გაკვეთილები, რომლებშიც მოსწავლე ახალ თეორიულ მასალას ეცნობა და მსჯელობს მის შესახებ;
2. პრაქტიკული ტიპის გაკვეთილები, რომლებშიც მოსწავლე პრაქტიკულ დავალებებს ასრულებს და ამის შედეგად გარკვეულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს;
3. შერეული ტიპის გაკვეთილები, რომლებშიც ახალ თეორიულ მასალასთან ერთად მოცემულია პრაქტიკული დავალებაც, რათა თეორიული მასალა არ დარჩეს განყენებულ ცოდნად და მოსწავლემ შეძლოს მისი პრაქტიკასთან დაკავშირება.
წიგნს ერთიანი შინაარსობრივი კონცეფცია უდევს საფუძვლად. ის აგებულია მსოფლიოს 12 დიდი და საინტერესო ქალაქის (ამსტერდამი, მადრიდი, ათენი, სტამბული, ლონდონი, მცხეთა, პარიზი, ქაირო, რომი, ნიუ იორკი, ბერლინი, პეკინი) ირგვლივ და ეხება მათ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებს, ამ ქალაქების მუზეუმებს, მათში დაცულ ხელოვნების ნიმუშებს, ამ ქალაქებში მოღვაწე ხელოვანებს და მათ შემოქმედებას. გარდა ამისა, ცალკეული გაკვეთილები ეხება იმ ქვეყნების კულტურასაც, რომლებშიც ეს ქალაქები მდებარეობს. ამდენად, ეს წიგნი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ხელოვნებას აცნობს მოსწავლეებს.
VI კლასის სახელმძღვანელოში გაზრდილია ხელოვნების კლასიკური ნიმუშების წილი, რათა მოსწავლე ეზიაროს ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს, შეძლოს მათი აღქმა და მათ შესახებ მსჯელობა ასაკის შესაბამისად.