გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-25 15:54:01
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, V კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი V, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 116
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-47-0
ფასი 7 ლარი

გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი სკოლის V კლასისათვის. შედგება მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის სამუშაო რვეულისგან. კომპლექტში შედის დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის (გადმოსაწერად შეგიძლიათ იხ. ბმული).

მოსწავლის წიგნი შედგება 66 გაკვეთილისაგან, ხოლო 5 შემაჯამებელი გაკეთილისგან, რომლებიც მოსწავლის სამუშაო რვეულშია მოცემული. ყოველი გაკვეთილი იწყება მოკლე ტექსტით, რომელშიც მოსწავლისთვის გასაგებ ენაზეა განსაზღვრული ამ გაკვეთილის თემა. ტექსტი იმგვარადაა აგებული, რომ ამაღლდეს მოსწავლის მოტივაცია და მას ამ თემისადმი ინტერესი გაუჩნდეს. ფაქტობრივად, ტექსტი სვამს საკითხს, რომელსაც შემდგომ მთელი გაკვეთილი ეხება. ამდენად, მოსწავლე თანდათანობით ემზადება ახალი ცნების, მოვლენის ან ფაქტის გასაცნობად. ახალი მასალა მას ეტაპობრივად მიეწოდება და გაკვეთილის მანძილზე საშუალება ეძლევა თავად გააკეთოს დასკვნები, დააკვირდეს და აღმოაჩინოს კანონზომიერება, გამოიყენოს შეთავაზებული ხერხი/ტექნიკა და შეაფასოს მიღებული შედეგი.