გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-24 16:20:30
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, I კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი I, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 112
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-38-8
ფასი 7 ლარი
გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

სახელმძღვანელო შედგება მოსწავლის წიგნის, მოსწავლის სამუშაო რვეულის და მასწავლებლის წიგნისგან.  ასევე, კოპლექტში შედის სხვადასხვა ტიპის კომ­პიუტერული თამაშები, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლის წიგნში მოცემულ მასალასთან და მიზნად ისახავს სახალისო ფორ­მით, თამაშით იმ ძირითადი უნარ­ჩვევების გამო­ მუშავებასა და განმტკიცებას, რასაც ამ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს.
მოსწავლის წიგნი შედგება 57 გაკვეთილისაგან, რომელსაც წინ უძღვის შინაარსი, სახელმძღ­ვანელოს სტრუქტურა, რომელშიც განმარტებულია თითოეული პირობითი ნიშანი თუ ელემენტი. დამა­ტებით თვალსაჩინოების სახით წარმოდგენილია ის სამუშაო მასალა, ხელოვნური ბუნებრივი რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობა­ში დაჭირდებათ.
სახელმძღვანელოში გაკვეთილები წარმოდგე­ნილია მხოლოდ ფოტოებისა და ილუსტრაციების სახით, ტექსტის გარეშე.


სახელმძღვანელოში შესული საილუსტრაციო მა­სალა შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით:

  • მასალის მრავალფეროვნება (გამოყენებულია როგორც ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ფერადი რეპროდუქციები, ისე ამავე ასაკის მოსწავ­ლეთა ნამუშევრები).
  • წარმოდგენილი ნიმუშები მიზანშეწონილია ამ ასაკის მოსწავლეებისათვის.
  • სახელმძღვანელოში წარმოდგენილია პრაქ­ტიკული სამუშაოს ეტაპები, რაც მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობას უადვილებს.
  • სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შემაჯამებელი გაკვეთილები, რომელთა მეშევეობითაც მასწავლებელი ამოწმებს თეორიული ცოდნის ათ­ვისების და პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილე­ბელი უნარ­ჩვევების გამომუშავების ხარისხს.

57 გაკვეთილიდან 37­ს სამუშაო რვეულში ახ­ლავს შესაბამისი ნომრით აღნიშნული სავარჯი­შოები.

კომპიუტერული თამაშების გადმოსაწერად შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტბმულით.