გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2010-06-23 19:02:08
მათემატიკა, V

დასახელება მათემატიკა
კლასი V
ავტორი ზურაბ ვახანია
ფორმატი A4
გვერდების რაოდენობა 172 გვ 
გამოცემის თარიღი 2010
ყდა რბილი 
ISBN 
978-9941-415-13-5

სახელმძღვანელო შედგება 3 ნაწილისაგან, ესენია: მოსწავლის წიგნი, სამუშაო რვეული და მასწავლებლის წიგნი. მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია  მხოლოდ თეორიული მასალა. სამუშაო რვეული კი შეიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც დაჯგუფებულია თეორიული მასალის შესაბამისად. სახელმძღვანელო  ძირითადად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის სწავლების მიზნებსა და საგნობრივ პროგრამას. იგი ორიენტირებულია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოთა თემატიკა ძირითადად ტრადიციულია, წიგნში მოხმობილია ბევრი საინტერესო  მასალა, არის ისტორიული ექსკურსები, მათემატიკის ბევრი საკითხი ეფექტურად არის მოწოდებული, რაც გააფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოში ძირითადად აქცენტი კეთდება მიმართულებებზე: ”რიცხვები და მოქმედებები” და ”გეომეტრია და სივრცის აღქმა”.
 სახელმძღვანელო შინაარსობრივი თვალსაზრისით საიმედოა - ტერმინების, ცნებების, მოვლენების, ილუსტრაციების განმარტებები უმეტესწილად გამართულია; ინფორმაცია და ფაქტები სანდოა.
სახელმძღვანელო არ არის გადატვირთული ილუსტრაციებით.
მასწავლებლის წიგნში გადმოცემულია ავტორის საინტერესო შეხედულებები მათემატიკის სწავლების ორგანიზების შესახებ.
სახელმძღვანელოს ახლავს მასწავლებლის წიგნი.