გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-25 15:49:37
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, IV კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი IV, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 100
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-46-3
ფასი 7 ლარი

გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

შემოთავაზებული სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი სკოლის IV კლასისათვის.
სახელმძღვანელო შედგება მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის სამუშაო რვეულისგან. კომპლექტში შედის დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის (გადმოსაწერად შეგიძლიათ იხ. ბმული).
მოსწავლის წიგნი შედგება 60 გაკვეთილისგან, რომელსაც ემატება მოსწავლის რვეულში მოცემული 5 შემაჯამებელი გაკვეთილი.
III კლასის სახელმძღვანელოსთან შედარებით, აქ გაკვეთილის ტექსტი კიდევ უფრო დიდია. ტექსტის სახითაა მოცემული კლასში შესასრულებელი დავალება და, ასევე, რამდენიმე ყველაზე არსებითი შეკითხვა, რომლებიც მოსწავლეს საილუსტრაციო მასალისა და გაკვეთილის თემის ურთიერთდაკავშირებაში დაეხმარება. ტექსტები იმ მოცულობისაა, რაც მეოთხეკლასელი მოსწავლის ასაკს შეესაბამება, ისინი მარტივი და იოლად აღსაქმელია. თითქმის ყველა თემა შეიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად, წყვილებში ან ჯგუფურად ასრულებს გაკვეთილის მსვლელობისას.