გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-25 15:39:53
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, III კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი III, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 80
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-45-6
ფასი 7 ლარი

გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი სკოლის III კლასისათვის.
სახელმძღვანელო შედგება მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის სამუშაო რვეულისგან. კომპლექტში შედის დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის (გადმოსაწერად შეგიძლიათ იხ. ბმული).
მოსწავლის წიგნი შედგება 60 გაკვეთილისგან, რომელსაც ემატება მოსწავლის რვეულში მოცემული 5 შემაჯამებელი გაკვეთილი. წიგნის ბოლოს მოცემულია სამი პროექტი (ჩვენი გამოფენა, გავალამაზოთ სკოლის ეზო და მუსიკა და მხატვრობა).
სახელმძღვანელოს სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ, II კლასის სახელმძღვანელოსთან შედარებით, აქ გაკვეთილის ტექსტი ოდნავ დიდია. ყოველი გაკვეთილი იწყება მოკლე ტექსტით, რომელშიც ბავშვისათვის გასაგებ ენაზეა განსაზღვრული ამ გაკვეთილის თემა. ტექსტი იმგვარადაა აგებული, რომ ამაღლდეს მოსწავლის მოტივაცია და მას ამ თემისადმი ინტერესი გაუჩნდეს. ფაქტობრივად, ტექსტი სვამს საკითხს, რომელსაც შემდგომ მთელი გაკვეთილი ეხება.
წიგნს მესამეკლასელი მოსწავლისათვის გასაგები, ნათელი სტრუქტურა აქვს.
თითქმის ყველა თემა შეიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად, წყვილებში ან ჯგუფურად ასრულებს გაკვეთილის მსვლელობისას.