გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-08-25 15:27:30
ხელოვნება (მოსწავლის წიგნი, II კლასი)

სერია ხელოვნება
კლასი I, მოსწავლის წიგნი
ავტორები ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი
ფორმატი 198X290
გვერდების რაოდენობა 112
ყდა რბილი
გამოცემის თარიღი 2011
ISBN 978-9941-415-35-7
ფასი 7 ლარი

გრიფი მიენიჭა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ

სახელმძღვანელო განკუთვნილია დაწყებითი სკოლის II კლასისათვის.
სახელმძღვანელო შედგება მასწავლებლის წიგნის, მოსწავლის წიგნის და მოსწავლის სამუშაო რვეულისგან. კომპლექტში შედის დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის (გადმოსაწერად შეგიძლიათ იხ. ბმული).
მოსწავლის წიგნი შედგება 59 გაკვეთილისგან, რომელსაც ემატება მოსწავლის რვეულში მოცემული 5 შემაჯამებელი გაკვეთილი.
სახელმძღვანელოს სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ, I კლასის სახელმძღვანელოსგან განსხვავებით, აქ ილუსტრაციების გვერდით უკვე შემოვიდა ტექსტიც. ყოველი გაკვეთილი იწყება მოკლე ტექსტით, რომელშიც ბავშვისათვის გასაგებ ენაზეა განსაზღვრული ამ გაკვეთილის თემა. ტექსტი იმგვარადაა აგებული, რომ ამაღლდეს მოსწავლის მოტივაცია და გაუჩნდეს მას ამ თემისადმი ინტერესი. ტექსტები მცირე მოცულობისაა, მაქსიმალურად მარტივი და იოლად აღსაქმელი. II კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში ტექსტის შემოტანა ფსიქოლოგების მიერ მხარდაჭერილია და გამართლებულია იმით, რომ ამ ასაკის მოსწავლეებმა უკვე იციან კითხვა და კიდევ ერთხელ გაიმყარებენ ამ უნარ­ჩვევას. ილუსტრაციას წიგნში ტექსტთან შედარებით მეტი ადგილი უჭირავს, რაც, ცხადია, შესაბამისობაშია მოსწავლეთა ასაკთან. ილუსტრაციები თითოეული თემისათვის საგანგებოდაა შერჩეული და კონკრეტულ მიზანს ემსახურება.