გამომცემლობა 'კლიო'
დამატებულია: 2011-05-12 19:25:57
დრაკულა

ავტორი ბრემ სტოუკერის გოთიკური კლასიკა (ადაპტირებული ნიკი რეივენის მიერ. ილუსტრაცია ენი აივონ გილბერტის)
ფორმატი 210X250
გვერდების რაოდენობა  96 გვ 
გამოცემის თარიღი 2011
ყდა მაგარი 
ISBN 978-9941-415-28-9

„ვამპირები არსებობენ. ეს რეალობაა. ისინი ჩვენს დროშიც შეიძლება შეგვხვდნენ, რადგან აქ, ჩვენს სიახლოვეს ტრიალებენ, ცდილობენ მოგვეპარონ, როცა გვძინავს...“

უძველესი, „სისხლიანი“ საფრთხე კვლავ გვემუქრება. ტრანსილვანიური უბედურება, გრაფი დრაკულა ისევ ამოძრავდა და ამჯერად ინგლისისკენ მიეშურება. ახალგაზრდა ვექილი ჯონათან ჰარკერი, პროფესორ ვან ჰელსინგთან და სხვა გულად თანამებრძოლებთან ერთად, ლეგენდარული ვამპირის კვალს მიჰყვება და სურს გაანადგუროს მანამდე, ვიდრე ის მორიგ მსხვერპლს მოუსწრაფებს სიცოცხლეს.
ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველისთვის გამიზნული, ბრემ სტოკერის შედევრის ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც ამასთანავე, ორიგინალის მსგავსად, ავბედითი ინტრიგებითა და იდუმალებით მოცული ამაღელვებელი ამბებითაა გაჯერებული.